მოსაზღვრე ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოსაზღვრე ხიდი
Смежный мост
Smezhny Bridge SPB 01.jpg
კოორდინატები 59°55′05″N 30°18′06″E / 59.918056° ჩ. გ. 30.301667° ა. გ. / 59.918056; 30.301667
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
მასალა რკინა
სიგრძე 24,1 მ
სიგანე 15,4 მ
გახსნის თარიღი 1787
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802245000

მოსაზღვრე ხიდი (რუს. Смежный мост) — საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. კრიუკოვის არხზე. აკავშირებს სპასკისა და პოკროვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 24,1 მეტრი, სიგანე - 15,4 მ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი მდებარეობს ფონტანკის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში ნომერ 141 და 143 სახლებს შორის, იქ სადაც ერთმანეთს ერთვის მდინარე ფონტანკა და კრიუკოვის არხი.

დინების ქვემოთ მდებარეობს სტარო-ნიკოლსკის ხიდი.

უახლოესი მეტროსსადგურია „ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ (1,3 კმ).

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის სახელწოდება ცნობილია 1820 წლიდან და დაკავშირებულია მისი მდებარეობის ხასიათთან (აკავშირებს ფონტანკის სანაპიროს კრიუკოვის არხთან). XIX საუკუნეში ხიდს ეწოვებდა ნიკოლსკის სანაპიროს ხიდი (1821-1822 წწ.) და დამაკავშირებელი ხიდი (1849-1875 წწ.), რადგან ხიდი აკავშირებდა სპასკისა და კოლომენსკის ნაწილს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი აგებულია 1782-1787 წლებში კრიუკოვის არხის ხიდების ტიპიური პროექტის მიხედვით: სამმალიანი ხის ხიდი, მოპირკეთებული გრანიტით, ცენტრალური ნაწილი გასახსნელი იყო, გვერდებისა კი კოჭებიანი. პროექტის ავტორი უცნობია.

1800-1810 წლებში ხის გასახსნელი მალა შეცვალეს ხის კოჭებიანი მალით. 1867 წელს მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. 1888 წელს ხის ყველა ნაწილი მეტალის ნაწილებით შეცვალეს.

1964 წელს ხიდი გადააკეთეს ინჟინერ ე. ე. როზენფელდის პროექტის მიხედვით რათა გაეყვანათ გათბობის მილები. ხიდის მალები გადახურეს მეტალის საყრდენებით, რამაც გამოიწვია ხიდის ისტორიული სახის დამახინჯება და არქიტექტურული ერთიანობის დარღვევა ნაპირის მიმდებარე მონაკვეთებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 335. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]