დეკაბრისტების ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დეკაბრისტების ხიდი
Мост Декабристов
Dekabristov bridge st petersburg.jpg
კოორდინატები 59°55′34″N 30°17′41″E / 59.926175° ჩ. გ. 30.294619° ა. გ. / 59.926175; 30.294619
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
მასალა რკინა
სიგრძე 29 მ
სიგანე 23,3 მ
გახსნის თარიღი 1787
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801871000

დეკაბრისტების ხიდი (რუს. Мост Декабристов) — საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. კრიუკოვის არხზე. აკავშირებს კოლომენსკისა და ყაზანის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 29 მეტრი, სიგანე - 23,3 მ. ხიდი არის ისტორიისა და კულტურის ძეგლი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი მდებარეობს დეკაბრისტების ქუჩის გასწვრივ. ხიდთან ახლოს მდებარეობს მარიინსკის თეატრი.

დინების ზემოთში მდებარეობს სავაჭრო ხიდი, ხოლო ქვემოთ — მატვეევის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია „სადოვაია“, „სენის მეოდანი“ და „სპასკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1798 წლიდან ხიდის სახელწოდებაა „ოფიცრის ხიდი“, რომელიც ეწოდებოდა ოფიცერთა ქუჩის მიხედვით. 1923 წლის 6 ოქტომბრიდან ხიდს სახელი გადაარქვეს და უწოდეს დეკაბრისტების ხიდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავაჭრო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობა 1783-1785 წლებში კრიუკვის არხზე მდებარე ხიდების ტიპიური პროექტის მიხედვით. იგი იყო ხის და სამმალიანი, ცენტრალური მალა კი იხსნებოდა. პროექტის ავტორი უცნობია.

1876 წელს ხიდი გადააკეთეს, გააფართოეს 1,5 მეტრით კონკას ხაზების გაყვანის გამო.

1914 წელს ოფიცერთა ქუჩაზე საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ხიდი გადააკეთეს ინჟნერ ანდრეი პშენიცკის პროექტის მიხედვით. ამ გადაკეთების შედეგად ხიდს სიგანე 13 მეტრიდან 23,3 მეტრამვე გააფართოეს. ამავე პერიოდში დააყენეს ახალი მოაჯირები და მოახდინეს ფანარებიანი ობელისკის დემონტაჟი.

1990 წელს მუშაობა მიმდინარეობდა ჰიდროიზოლაციისა და გრანიტის პარპატის შეცვლაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 109. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 73. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]