სავაჭრო ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავაჭრო ხიდი
Торговый мост
კოორდინატები 59°55′28″N 30°17′44″E / 59.924575° ჩ. გ. 30.295622° ა. გ. / 59.924575; 30.295622
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
მასალა რკინა
სიგრძე 24 მ
სიგანე 10,5 მ
დაწყების თარიღი 1783
გახსნის თარიღი 1785
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801869000

სავაჭრო ხიდი (რუს. Торговый мост) — საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. კრიუკოვის არხზე. აკავშირებს კოლომენსკისა და ყაზანის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 24 მეტრი, სიგანე - 10,5 მ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი აკავშირებს თეატრალურ მოედანსა და გამომცემელთა კავშირის ქუჩას.

ხიდთან ახლოს მდებარეობს მარიინსკის თეატრი.

დინების ზემოთში მდებარეობს კაშინის ხიდი, ხოლო ქვემოთ დეკაბრისტების ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია „სადოვაია“, „სენის მეოდანი“ და „სპასკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდის სახელწოდება მომდინარეობს გამომცემელთა კავშირის ქუჩის ძველი სახელწოდებიდან — სავაჭრო. გაზეთ „სანქტ-პეტერბურგის უწყებანში“ 1797 წელს ფიქსირდება სახელეოდება „შუა ხიდი“, ხოლო 1798 წელს უკვე გვხვდება სახელწოდება სავაჭრო, იმდროინდელი ქუჩის სახელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავაჭრო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობა 1783-1785 წლებში კრიუკვის არხზე მდებარე ხიდების ტიპური პროექტის მიხედვით. იგი იყო ხის და სამმალიანი, ცენტრალური მალა კი იხსნებოდა. პროექტის ავტორი უცნობია, სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ნიკოლაი ეგოროვი. 1805-1810 წლებში გასახსნელი მალა შეცვალეს ხის ქვესაბჯენებით. 1868 წელს კი მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი.

1890-იანი წლებისათვის ხიდი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1896 წლიდან მოყოლებული ქალაქის მთავრობამ არაერთხელ გაუგზავნა დუმას სავაჭრო ხიდის კაპიტალური რეაბილიტაციის მოთხოვნები. 1905 წელს ეგვიპტის ხიდის ჩამოქცევის შემდეგ ქალაქის საბჭომ გამოყო თანხები ხიდის რემონტისათვის. 1905 წლის ზაფხულში ხის ხიდი შეცვალეს მეტალის საყრდენებით. მშენებლობაზე ტექნიკურ მეთვალყურეობას ახორციელებდა ინჟინერი პ. ა. ლიხაჩიოვი.

1960-1961 წლებში მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი არქიტექტორ ალექსანდრე როტაჩის და ინჟნერ ა. დ. გუცაიტის პროექტის მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]