შინაარსზე გადასვლა

კატაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
კატაკი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 20°27′00″ ჩ. გ. 85°52′00″ ა. გ. / 20.45000° ჩ. გ. 85.86667° ა. გ. / 20.45000; 85.86667
ფართობი 192.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 36±1 მეტრი
მოსახლეობა 606 007 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 671
საფოსტო ინდექსი 753001
ოფიციალური საიტი http://www.cmccuttack.gov.in/ და https://cuttack.nic.in/
კატაკი — ინდოეთი
კატაკი

კატაკი (ინგლ. Cuttack; ოფიციალურად კატაკა, ინგლ. Kataka) ― ინდოეთის შტატ ოდიშის ყოფილი დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი. ამავე სახელი მქონე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის სახელწოდება ორიასა და სანსკრიტული დასახელების (კატაკა) ინგლისური ვარიანტია და ფორტს ნიშნავს. სახელწოდება დაკავშირებული ანტიკურ ბარაბატის ფორტთან, რომლის ირგვლივაც ქალაქი თავდაპირველად გაშენდა. კატაკი ცნობილია როგორც „ათასწლეულის ქალაქი“ და როგორც „ვერცხლის ქალაქი“, რაც მის ათასწლოვან ისტორიასთან და ვერცხლის ფილიგრანის წარმოებით. ქალაქში მდებარეობს ორისის უზენაესი სასამართლო. კატაკი ოდიშის კომერციული დედაქალაქია და მრავალ სავაჭრო და ბიზნეს ცენტრს მასპინძლობს. ქალაქი ცნობილია დურგა-პურჯას დღესასწაულით, რომელიც ოდიშის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია. ქალაქში დაიბადა ინდოელი ნაციონალისტი და თავისუფლებისთვის მებრძოლი სუბჰას ჩანდრა ბოსი. ინდოეთის მთავრობის კლასიფიკაციით, კატაკი II რიგის ქალაქებს მიეკუთვნება.[1][2][3]

ქალაქის ძველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მიწის ზოლის ირგვლივაა თავმოყრილი, რომელიც მდინარე კათჰაიოდსა და მაჰანადს შორის მდებარეობს და სამხრეთ-აღმოსავლეთით ძველი იაგანათჰის გზა ესაზღვრება.[4] ქალაქი კატაკის მუნიციპალური კორპორაციის ნაწილია და 59 ვარდს მოიცავს. კატაკი პულნაკჰარიდან სამხრეთით კათჰაიოდიმდე და ჩრდილოეთით ჩუდვარამდეა გადაჭიმული, ხოლო აღმოსავლეთით კანდარპურიდან დასავლეთით ნარახამდეა გაშლილი. ქალაქის ოთხი მთავარი მდინარეა: მაჰანადი და კათჰაიოდი, კაკჰაი და ბირუპა, რომლებიც მაჰანადიდან გამოედინებიან.

კატაკსა და ბჰუბანესვარს ოდიშის ტყუპ ქალაქებს უწოდებენ. 2018 წელს ამ ორი ქალაქის მიერ შექნილი მეტროპოლიური ტერიტორიის მოსახლეობა 1.862 მილიონ ადამიანს შეადგენდა.[5] კატაკი დაგეგმარებული ქალაქი არაა, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებითა და მოძრაობის ზოლებით ხასიათდება, რის გამოც ქალაქის ზედმეტსახელებს შორისა: Bauna Bazaar, Tepana Galee და სხვ.

ქალაქის სახელწოდება კატაკი (Cuttack) Kataka-ის ინგლისური ვერსიაა. სახელწოდება სანსკრიტიდან მომდინარეობს, რომელიც დედაქალაქს, ფორტსა და სამხედრო დაწესებულებას ან სამხედრო ბაზას აღნიშნავს.[6] ბარაბატის ფორტის არსებობის დროს ქალაქი ცნობილი იყო როგორც ბიდანასი-კატაკა (რაც ბიდანასის სამხედრო ბაზას ნიშნას). ამჟამად ბიდანასი ქალაქის ერთ-ერთი უბანია.[7]

დჰაბალესვარის ხიდი კატაკში

კატაკის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 20°31′23″ განედი და აღმ. 085°47′17″ გრძედი. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 36 მეტრის ტოლია.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ქალაქი ტროპიკული სავანური კლიმატის (ტროპიკული წვიმიანი და მშრალი კლიმატი იგივე ტროპიკული კლიმატი მშრალი ზამთრითა და წვიმიანი ზაფხულით) სარტყელშია მოქცეული. ზაფხულის სეზონი მარტიდან ივნისამდე გრძელდება. ამ დროს კლიმატი ცხელი და ტენიანია. სეზონზე ტემპერატურა 35 °C-დან 40 °C-მდეა. ხშირია ჭექა-ქუხილი. მუსონები ივლისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. ამ პერიოდში ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს იღებს ყველაზე მეტ ნალექს. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 1 597.9 მმ-ის ტოლია. წვიმების სეზონის დროს ტემპერატურა გაცილებით დაბალია და საშუალოდ 30 °C-ის ტოლია. ზამთრის სეზონი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება და ზომიერი ტემპერატურით ხასიათდება. ზამთრის თვეები ჩრდილოეთის ცივი ქარებით ხასიათდება და ტემპერატურად დაახლოებით 15 °C-ის ტოლია. ზაფხულში ტემპერატურამ შეიძლება 45 °C-ს გადააჭარბოს, ხოლო ზამთარში შესაძლოა 10 °C-ზე დაბლა დაეცეს. მაქსიმალური ტემპერატურა, 7.7 °C (117.9 °F), 1957 წლის 2 მაისს, ხოლო უდაბლესი ტემპერატურა, 5.8 °C (42.4 °F), 1986 წლის 7 იანვარს დაფიქსირდა.[8]

სანაპიროსთან სიახლოვის გამო კატაკი ბენგალის ყურიდან წამოსული ციკლონების გავლენის ქვეშაა. 1971 წელს ოდიშის ციკლონს შტატში 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[9] ინდოეთის სტანდარტების ბიურო კატაკს III სეისმურ ზონას მიაკუთვნებს.[10] გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მოხსენების მიხედვით, ქალაქი ქარებისა და ციკლონებისგან „დაზარალების ძალიან მაღალი რისკის“ ქვეშაა.[10] 1999 წელს ქალაქს კიდევ ერთმა ოდიშის ციკლონმა გადაუარა.[11]

ჰავის მონაცემები — კატაკი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 36.6 40.1 42.8 45.0 47.7 47.2 42.3 38.4 41.1 40.0 36.9 33.7 47.7
საშუალო მაღალი °C 28.8 31.8 35.3 37.2 37.2 35.1 32.5 32.0 32.7 32.6 30.9 28.9 32.9
საშუალო დაბალი °C 14.7 17.8 21.4 23.9 25.0 24.8 24.0 24.1 24.0 22.3 18.3 14.5 21.2
რეკორდულად დაბალი °C 5.8 8.5 13.0 13.5 16.5 17.0 18.2 17.5 17.0 14.0 10.0 7.5 5.8
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 14.0 16.6 23.8 45.0 106.0 196.0 361.4 365.0 258.4 176.2 31.4 4.1 1 597,9
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.8 1.8 2.0 2.6 5.1 10.8 14.6 16.2 12.0 6.3 1.9 0.5 74.3
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 54 50 52 58 61 70 79 81 79 71 63 57 65
წყარო: India Meteorological Department[12][13][14]
რელიგიები კატაკში
რელიგია %
ინდუიზმი
  
89.65%
ისლამი
  
8.23%
ქრისტიანობა
  
1.35%
სხვები
  
0.65%
სხვები მოიცავს ჯაინიზმს, სიქიზმსა და ბუდიზმს.

2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, კატაკის მოსახლეობა 606 007 ადამიანს შეადგენს: 331 246 კაცი და 302 477 ქალი. კატაკის ურბანული/მეტროპოლიური მოსახლეობის რაოდენობა 658 986-მდე იზრდება (331 246 კაცი და 327 740 ქალი). 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას 48 585 ადამიანი იეკუთვნება, რაც მოსახლეობის 8.02%-ს შეადგენს. სქესობრივი თანაფარდობაა: 997 ქალი 1 000 კაცზე, ბავშვებისთვის კი, 916 გოგონა 1 000 ბიჭზე.

ქალაქის მოსახლეობის 97.87%-მა იცის წერა-კითხვა. წერა-კითხვის ცოდნის დონე კაცებს შორის 97.87%-ის ტოლია, ხოლო ქალებს შორის ― 84.49%. მოსახლეობის 89.65% ინდუიზმის მიმდევარია. მსხვილ რელიგიურ უმცირესობას მუსლიმები წარმოადგენენ, რომლებიც მოსახლეობის 8.23%-ს შეადგენენ. დაახლოებით 2% სხვა რელიგიების მიმდევარია.[15] შტატის მასშტაბით ყველაზე მეტი ქრისტიანი სწორედ კატაკში ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Tier I and Tier II Cities map. Tier II Cities map. maps of India. ციტირების თარიღი: 24 August 2014
  2. Tier II and Tier III Cities. Tier II Cities. Business Today (12 October 2013). ციტირების თარიღი: 24 August 2014
  3. Growth of Tier II and Tier III Cities. Tier II Cities growth. NBM Media. ციტირების თარიღი: 24 August 2014
  4. Geographical Details of CMC. Geography. cuttack Municipal Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 24 August 2014
  5. Major Agglomerations of the World. City Population. City Population, Germany. ციტირების თარიღი: 24 April 2018
  6. Bhoi, Debendra Nath; Bakshi, Priyadarshini. „Historical Importance of Cuttack Town“ (PDF). Orissa Historical Research Journal. 47 (2): 132–136. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 3 September 2013.
  7. Description of the Ward no.1. Cuttack Municipal Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-22. ციტირების თარიღი: 2023-12-06.
  8. Swain, S. (2017) „A multiple linear regression model for precipitation forecasting over Cuttack district, Odisha, India“, 2017 2nd International Conference for Convergence in Technology (I2CT), გვ. 355–357. DOI:10.1109/I2CT.2017.8226150. ISBN 978-1-5090-4307-1. 
  9. History of Cyclone. Odisha State Disaster Management Authories. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 10 June 2014
  10. 10.0 10.1 Hazard profiles of Indian districts. National Capacity Building Project in Disaster Management. UNDP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 23 August 2006
  11. Goldenberg, Suzanne (1 November 1999). „Cyclone kills hundreds in India“. The Guardian. ციტირების თარიღი: 14 December 2012.
  12. Station: Cuttack Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 215–216. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 10 January 2021
  13. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 10 January 2021
  14. Cuttack(42970). India Meteorological Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აგვისტო 2022. ციტირების თარიღი: 13 August 2022
  15. India (Religion), Census of 2001. Online Webpage of Census of India. Registrar General, Government of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 24 June 2011