კასტელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაგასაკის კასტელა

კასტელა (იაპ. カステラ, kasutera) არის ვაგაშის (იაპონური ტკბილეულის) ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც თავდაპირველად განვითარდა იაპონიაში. მისი წარმოშობა უკავშირდება "ნანბანის საკონდიტრო ნაწარმს" (აზუჩი-მომოიამას პერიოდში საზღვარგარეთიდან იაპონიაში შემოტანილი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც დღეს იაპონურ ნაწარმად მიიჩნევა), რომელიც პორტუგალიიდან შევიდა იაპონიაში, თუმცა პორტუგალიაში არ არსებობს ამ სახელწოდების კერძი. კასტელას სამშობლოდ ნაგასაკია მიჩნეული. "ნაგასაკი კასუტერა" (კასტელა) გამოიყენება ნებისმიერი კასტელას აღსაწერად, რომელთა წარმოებაც ერთი და იმავე გზით ხდება. ცომს კვადრატულ ან ოთხკუთხედის ფორმის ფორმაში ათავსებენ და აცხობენ. შეიცავს მიზუამეს ("წყლის ტკბილეული", მზადდება სახამებლის შაქარში გადაქცევით), რაც მას განსაკუთრებით სველ ტექსტურას უქმნის.

პორტუგალიური Pão-de-ló

ნამცხვარი იაპონიაში პორტუგალიელმა ვაჭრებმა XVI საუკუნეში ჩამოიტანეს. სახელი მომდინარეობს პორტუგალიური Pão de Castela-სგან, რაც ნიშნავს "პურს კასტილიიდან".[1] კასტელას ნამცხვარი, ჩვეულებრივ, გრძელ ყუთებში იყიდება, ნამცხვარი კი დაახლოებით 27 სმ სიგრძისაა. მას მსგავსებები აქვს პორტუგალიურ ნამცხვრებთან "მადეირა" და "pão-de-ló".

არსებობს მისი მსგავსი ღრუბლის ნამცხვრები მთელი მსოფლიოს გარშემო, მაგალითად: საფრანგეთში: Pain d'Espagne, იტალიაში: Pan di Spagna, პორტუგალიაში: Pão d'Espanha, რუმინეთში: Pandișpan, ბულგარეთში: пандишпан, საბერძნეთში: Παντεσπάνι , თურქეთში: Pandispanya. (კასტილია წარსულში ესპანეთის ჩრდილო-ცენტრალურ ტერიტორიაზე არსებული სამეფო იყო, სახელიც Pain d'Espagne ნიშნავს "პურს კასტილიიდან"). მსგავსი ნამცხვარი, სახელწოდებით ტაისანი (კაპამპანგანურ ენაზე ნიშნავს გასაბასრ ქვას), ტრადიციული დესერტია ფილიპინების პამპანგას პროვინციაში.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-16 საუკუნეში პორტუგალიელებმა იაპონიას მიაღწიეს და მალევე დაიწყეს იქ სავაჭრო და ქრისტიანული მოღვაწეობა. ამ დროს ნაგასაკი იყო ერთადერთი იაპონური პორტი, რომელიც საგარეო ვაჭრობისთვის იყო გახსნილი. პორტუგალიელებმა უამრავი სიახლე შეიტანეს იაპონიაში და გააცნეს ადგილობრივებს, როგორიცაა იარაღი, თამბაქო და გოგრა. ამ ნამცხვრის შენახვა დიდი ხნის განმავლობაში შეიძლებოდა, შესაბამისად გამოსადეგი იყო მეზღვაურებისთვისაც, რომლებიც თვეებს ზღვაზე ატარებდნენ. ედოს პერიოდში, ნაწილობრივ შაქრის ღირებულების გამო, კასტელა ძვირადღირებულ დესერტად მიიჩნეოდა, ამასთანავე, მისი ინგრედიენტების უმრავლესობას პორტუგალიელები ყიდდნენ. ტოკუგავა შოგუნატეს კლანმა (იაპონიის მილიტარისტულმა მთავრობამ) იმპერატორთან კასტელა წარადგინა.[3] წლების განმავლობაში კასტელას გემო შეიცვალა, რათა იაპონურ გემოვნებასთან უფრო შესაბამისი გამხდარიყო.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატმის კასტელა

დღესდღეობით, დესერტის უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც მზადდება სხვადასხვა ინგრედიენტებით, ძირითადად: დაფქვილი მწვანე ჩაის ფოთლები, ყავისფერი შაქარი და თაფლი. მათი დამზადება უამრავი სხვადასხვა ფორმით შეიძლება; პოპულარული იაპონური ფესტივალის დესერტია საბავშვო კასტელა,ერთი ლუკმის ზომის ნამცხვარი.

"ციმბირი", კასტელას სახეობა, რომლის შიგთავსიც იოუკანს (ტკბილი ლობიოს ჟელე) წარმოადგენს, პოპულარული იყო მეიძის ეპოქაში; მან თავისი პოპულარულობა დაიბრუნა, რაც გამოჩნდა ჰაიაო მიაზაკის 2013 წლის ანიმაციურ ფილმში "ქარი მატულობს".[4]

Castella mix გამოიყენება სქელი ბლინებისთვის, რომელთა შორისაც ათავსებენ ტკბილ აძუკის ლობიოს ჟელეს. ამ ტკბილეულს დორაიაკის სახელით იცნობენ.

ტაივანური კასტელა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასტელა ტაივანში გავრცელდა, როცა ეს კუნძული იაპონიის მმართველობის ქვეშ მოხვდა. 1968 წელს ტაიპეიში იაპონური საცხობის "Nanbanto"-ს მფლობელი, Ye Yongqing თანამშრომლობდა იაპონურ კომპანიასთან Nagasaki Honpu კასტელას ბიზნესის დასაარსებლად[5]. 1975 წელს სხვა კომპანიამ, Hometown of One, შეცვალა რეცეპტი, რათა უკეთესად მორგებოდა ტაივანურ გემოვნებას. დღესდღეობით, ტაივანში ყველაზე პოპულარულია თაფლის კასტელა და ორმაგად გამომცხვარი კასტელა ყველით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]