კარლ ფრიდრიხ ფილიპ ფონ მარციუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლ ფრიდრიხ ფილიპ ფონ მარციუსი
Carl Friedrich Philipp von Martius.jpg
დაბ. თარიღი 17 აპრილი 1794(1794-04-17)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ერლანგენი[1]
გარდ. თარიღი 13 დეკემბერი 1868(1868-12-13)[1] [2] [3] [4] [5] (74 წელი)
გარდ. ადგილი მიუნხენი, გერმანია[1]
დასაფლავებულია Alter Südfriedhof
მოქალაქეობა ბავარიის სამეფო
სამეცნიერო სფერო ბოტანიკა
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი
ჯილდოები ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის

კარლ ფრიდრიხ ფილიპ ფონ მარციუსი (დ. 17 აპრილი, 1794 — გ. 13 დეკემბერი, 1868) — გერმანელი ბოტანიკოსი და მკვლევარი.

მარციუსი დაიბადა ერლანგენში, სადაც 1814 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. მან გამოაქვეყნა კრიტიკული კატალოგი უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში არსებული მცენარეების შესახებ. შემდეგ მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ბოტანიკის შესწავლას და 1817 წელს ის და იოჰან ბაპტისტ ვონ სპიქსი ბავარიის მეფემ ბრაზილიაში გააგზავნა. მათ იმოგზაურეს რიო-დე-ჟანეიროდან სამხრეთ და აღმოსავლეთ ბრაზილიის პროვინციებში და მოინახულეს მდინარე ამაზონის თავისი დიდი შენაკადებით.

1820 წელს, როდესაც კარლი ევროპაში დაბრუნდა დანიშნეს მიუნხენის ბოტანიკური ბაღის დამცველად. მისი დიდი ყურადღება მიიპრო ბრაზილიის ფლორამ და გამოაქვეყნა უამრავი პატარა ნაშშრომი: Nova Genera et Species Plantarum Brasiliensium (1823–1832, 3 ნაწ.) და Icones selectae Plantarum Cryptogamicarum Brasiliensium (1827). ორივე ნაშრომი იყო ილუსტრირებული. თუმცა ყველაზე მეტად იგი ცნობილია მისი ნამუშევრით Historia naturalis palmarum (1823–1850), რომელშიც პალმის მთლიანი გენერაციაა აღწერილი. ნამუშევარი შეიცავდა 240–ზე მეტ ქრომოლითოგრაფას. 1840 წელს კარლმა დაიწყო Flora Brasiliensis წერა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Online database of digitized works French: click on 'Recherche' link and enter "Martius" as 'Auteur'. Gallica. წაკითხვის თარიღი: 2008-03-13.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]