კარლო თაბუკაშვილი
კარლო თაბუკაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 აპრილი, 1925 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
კარლო თაბუკაშვილი (დ. 5 აპრილი, 1925, თბილისი — გ. 24 სექტემბერი, 2004) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-სატრანსპორტო ფაკტულტეტი.
1948–1951 წლებში მუშაობდა ქ. ვლადიმირში წყალმომარაგების სექტორის ინჟინრად. შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში. 1972 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი კვლევები ეხება ჰიდროტექნიკაში ჰიდრავლიკური პრობლემების გადაწყვეტას და მის დანერგვას პრაქტიკაში. კარლო თაბუკაშვილის მიერ გამოკვლეული ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდები შესულია სსრკ-ის წყალთა მეურნეობის საპროექტო უნივერსიტეტების რეკომენდებულ ნორმატივებში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ორგანიზაციის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1992-)
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2000 — ღირსების ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III, თბ., 2014, გვ. 416
- წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003, გვ. 112