კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“
რეჟისორი გორ ვერბინსკი
პროდიუსერი ჯერი ბრუკჰეიმერი
სცენარის ავტორი
ისტორია
როლებში
კომპოზიტორი
ოპერატორი დარიუშ ვოლსკი
მონტაჟი სტივენ რივკინი
ართურ შმიდტი
კრეიგ ვუდი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures Distribution
გამოსვლის თარიღი
  • 28 ივნისი, 2003 (2003-06-28) (Disneyland Resort)
  • 9 ივლისი, 2003 (2003-07-09) (აშშ)
ხანგრძლივობა 142 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 140 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 654.3 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემდეგი „მკვდრის სკივრი“

კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (ინგლ. Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl) — 2003 წლის სათავგადასავლო ფილმი, რომელიც ეფუძნება ამავე სახელწოდების პარკს, განლაგებულს დისნეის თემატურ პარკში. ფილმის რეჟისორია გორ ვერბინსკი, ხოლო პროდიუსერი – ჯერი ბრუკჰეიმერი. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ ჯონი დეპი, ჯეფრი რაში, ორლანდო ბლუმი, კირა ნაიტლი, ჯეკ დევენპორტი, კევინ მაკნელი, ზოი სალდანა და ჯონათან პრაისი.

ფილმის მსოფლიო შემოსავალმა დაახლოებით 653 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა[2].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

შავი მარგალიტის მეკობრეები ტყვედ აიყვანენ გუბერნატორის ქალიშვილს ელისაბედ სოუნს (კირა ნაიტლი). მასზე შეყვარებული უილ ტერნერი (ორლანდო ბლუმი) ელისაბედის გადასარჩენად გადაწყვეტს წასვლას და დახმარებას სთხოვს ამჟამად ციხეში მყოფ მეკობრეს კაპიტან ჯეკ ბეღურას (ჯონი დეპი). უილი მას ეხმარება ციხიდან გაქცევაში და ისინი ერთად გაემგზავრებიან ელისაბედის გადასარჩენად. როდესაც ელისაბედ სოუნი გემ „შავ მარგალიტზე“ მოხვდება, ეშინია, მეკობრეებს არ შეიტყონ, რომ ის გუბერნატორის ქალიშვილია. როდესაც სახელს და გვარს ჰკითხავენ, იგი უნებურად გვარად ტერნერს ასახელებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდება, მეკობრეებს სწორედ ტერნერის შთამომავალი სჭირდებოდათ აცტეკთა წყევლის მოსახსნელად.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
ჯონი დეპი ჯეკ ბეღურა კაპიტანი ჯეკ ბეღურა
ჯეფრი რაში ჰექტორ ბარბოსა კაპიტანი ჰექტორ ბარბოსა
ორლანდო ბლუმი უილ ტერნერი უილ ტერნერი
კირა ნაიტლი ელიზაბეთ სუონი ელიზაბეთ სუონი
ჯეკ დეივენპორტი ჯეიმზ ნორინგტონი კომანდორი ჯეიმზ ნორინგტონი
კევინ მაკნელი ჯოშემი გიბსი ჯოშემი გიბსი
ჯონათან პრაისი უეზერბი სუონი გუბერნატორი უეზერბი სუონი
ზოი სალდანა ანამარია ანამარია
ლი არენბერგი პინტელი პინტელი
მაკკენზი კრუკი რაჯეტი რაჯეტი
დემიან ო’ჰეირი ჯილეტი ლეიტენანტი ჯილეტი
ტრევა ეტიენი კელერი კელერი
მაიკლ ბერი უმცროსი ტუიგი ტუიგი
დეივ ბეილი კოტონი კოტონი
კრისტოფერ ს. კეპი კოტონის თუთიყუში კოტონის თუთიყუში
მარტინ კლება მარტი მარტი
აიზეკ ჩარლზ სინგლტონ უმცროსი ბო'სუნი ბო'სუნი
ჯაილზ ნიუ მერტოგი მერტოგი
ანგუს ბარნეტი მალროი მალროი
გრეგ ელისი თეოდორ გროუვზი ლეიტენანტი თეოდორ გროუვზი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pirates of the Caribbean - The Curse of the Black Pearl. British Board of Film Classification (July 10, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 18, 2015. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
  2. 2.0 2.1 2.2 Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl (2003). Box Office Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 9, 2013. ციტირების თარიღი: May 21, 2007.