ელიზაბეთ სუონი
იერსახე
ელიზაბეთ სუონი (ინგლ. Elizabeth Swann) — უოლტ დისნეის „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პერსონაჟი. ცნობილი გახდა ფილმების სერიით, რომელშიც მისი როლი კირა ნაიტლიმ განასახიერა. პერსონაჟის დებიუტი შედგა ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“.
ფილმებში ელიზაბეთ სუონი არის მეკობრეთა მეფე, მას შემდეგ რაც საძმოს კრებაზე (რომელზეც ცხრა მეკობრე ბარონი იკრიბებოდა) ჯეკ ბეღურამ მისცა საკუთარი ხმა. ის არის სამხრეთ ჩინეთის ზღვის მეკობრეთა მბრძანებელი. პერსონაჟი ჩნდება „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პირველ, მეორე, მესამე და მეხუთე ნაწილში.
ფილმში ელიზაბეთ სუონი არის მეკობრეთა ხომალდ „მფრინავი ჰოლანდიელის“ კაპიტან უილ ტერნერის მეუღლე. მათ ჰყავთ შვილი, ჰენრი ტერნერი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვიკიში
|