დეივი ჯოუნსი (კარიბის ზღვის მეკობრეები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Piratedavyjones.JPG
FromRealToReal.jpg

დეივი ჯოუნსი (ინგლ. Davy Jones) — უოლტ დისნეის „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პერსონაჟი. ცნობილი გახდა ფილმების სერიით, რომელშიც მისი როლი ბილ ნაიმ განასახიერა. პერსონაჟის დებიუტი შედგა ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი“.

ფილმებში დეივი ჯოუნსი არის მეკობრეთა ხომალდ „მფრინავი ჰოლანდიელის“ კაპიტანი. ის დაწყევლა ქალღმერთმა კალიფსომ და ზღვას მიაჯაჭვა, რათა წყევლის თანახმად, მას ზღვიდან ამოსვლა მხოლოდ ათ წელიწადში ერთხელ შეეძლო. წყევლის მიხედვით ჯოუნსს ზღვაში დაღუპული ადამიანების სულები უნდა გადაერჩინა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო და გადაიქცა „თევზკაცად“ – გამოუვიდა სახეზე საცეცები და ა. შ. მან აგრეთვე გული ამოიჭრა და სკივრში დამალა. წყევლის თანახმად, ვინც ჯოუნსის გულს მოკლავდა, გულთან ერთად მოკლავდა ჯოუნსსაც, შემდეგ კი გულის მკვლელი გახდებოდა „მფრინავი ჰოლანდიელის“ კაპიტანი.

დეივი ჯოუნსის ხომალდზე მსახურობდა ბუტსტრეპ ბილ ტერნერი, უილ ტერნერის მამა. მის გადასარჩენად უილ ტერნერმა ჯეკ ბეღურას დახმარებით მოკლა დეივი ჯოუნსი და შემდეგ თავად გახდა „მფრინავი ჰოლანდიელის“ დაწყევლილი კაპიტანი.

ფილმში „მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან“ ფინალური ტიტრების შემდგომ კადრში სიზმარში უილ ტერნერი ნახავს მის საძინებელში შემოსულ დეივი ჯოუნსს, შემდეგ ეღვიძება და ხედავს, რომ ჯოუნსი მის ოთახში არ იმყოფება, მაგრამ იმ ადგილას, სადაც სიზმარში იგი იდგა, დარჩა წყლის წვეთები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]