უსაფრთხო წყლების ნიშანი
უსაფრთხო წყლების ნიშანი (ასევე ცნობილი როგორც ფარვატერის დასაწყისისა და შუახაზის მაჩვენებელი ნიშანი; ღერძული ნიშანი; ინგლ. Safe Water Mark) ― საზღვაო სანავიგაციო ნიშანი, რომელიც გამოიყენება ნაოსნობისთვის უსაფრთხო წყლების მისათითებლად. უსაფრთო წყლების ნიშნების სერიით წყალმარჩხ ადგილებში უსაფრთხო მარშრუტის მონიშვნაა შესაძლებელი.[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღია სანაოსნო ტერიტორიაზე უსაფრთხო წყლების ნიშნები უსაფრთხო, რეკომენდებულ გზაზე მიანიშნებს. ნიშნები მიუთითებენ ფარვატერის უღრმეს ნაწილზე ან ხიდის ქვეშ ყველაზე ღრმა უსაფრთხო გასასვლელზე. იგი შეიძლება მიჯნავდეს მოძრაობის გამყოფი სისტემების მიმართულების ზოლებსაც.[2]
უსაფრთხო წყლების ნიშნების გარჩევა შესაძლებელია წითელი და თეთრი ვერტიკალური ზოლებით. ჩვეულებრივ, დამაგრებული აქვს სფეროს ფორმის წითელი ქიმი. ღამით ანათებს თეთრი ფერის მკრთოლვარე, იზოფაზურ, ხანგრძლივად ელვარე შუქს 10 წამიანი ინტერვალით და A მორზეს კოდის შესაბამის შუქს (ერთი მოკლე, ერთი გრძელი გაელვება).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარდინალური ნიშანი
- ლატერალური ნიშანი
- სპეციალური ნიშანი
- განცალკევებული საშიშროების ნიშანი
- ჩაძირული გემის აღმნიშვნელი საგანგებო ბუი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
- IALA. (2023). Navguide 2023: Marine Aids to Navigation Manual (9th ed.). International Association of Marine Aids to Navigation and Lighthouse Authorities.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ NOAA Chart 37222. http://www.charts.noaa.gov/NGAViewer/37222.shtml დაარქივებული 2012-03-24 საიტზე Wayback Machine. See the vicinity of "Hubertgat"
- ↑ ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.