კარაბაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
კარაბაში
Карабаш
Karabash copper smelter.jpg
დროშა გერბი
Flag of Karabash (Chelyabinsk oblast).png Coat of Arms of Karabash (Chelyabinsk oblast).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ჩელიაბინსკის ოლქი
საქალაქო ოლქი კარაბაში
კოორდინატები 55°29′00″ ჩ. გ. 60°12′00″ ა. გ. / 55.48333° ჩ. გ. 60.20000° ა. გ. / 55.48333; 60.20000
დაარსდა 1822
ამჟამინდელი სტატუსი 1933
ფართობი 686 კმ²
ცენტრის სიმაღლე 350
კლიმატის ტიპი ზომიერად კონტინენტალური
მოსახლეობა 11 336 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 16,52 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი +7 35153
საფოსტო ინდექსი 456140–456144
საავტომობილო კოდი 74, 174
ოფიციალური საიტი karabash-go.ru
კარაბაში — რუსეთი
კარაბაში

კარაბაში (რუს. Карабаш) — ქალაქი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. კარაბაშის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2016 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 11 336 კაცს.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოიკონიმი კარაბაში მომდინარეობს ამავე სახელწოდების ორონიმიდან, რომელიც თურქული წარმოშობისაა და ნიშნავს „შავ თავს“. შესაძლებელია დავუკავშიროთ მისი წარმოშობა აღმოსავლეთის ბაშკირების პაგანისტურ რწმენას, რომლებიც ძველად აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარაბაშის ისტორია იწყება 1822 წლიდან, როდესაც ამავე სახელწოდების მთასთან ახლოს გრიგორ ზოტოვმა დააარსა სოიმანოვის დასახლება.

XIX საუკუნეში ხეობაში აღმოაჩინეს სპილენძის საბადო და 1837 წელს ააშენეს პირველი სპილენძის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც 5 წელი მოქმედებდა. ძველი სპილენძის ქარხანა იყო მეორე ხეობაში და ააგეს 1907 წელს. ეს ქარხანა მუშაობდა სამი წელიწადი.

1909 წელს ააშენეს ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა კიშტიმი-კარაბაში[1]. 1910-იან წლებში ქალაქთან ააშენეს სპილენძის ახალი ქარხანა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქარხანა ახალ ხელისუფლებას გადაეცა. სამოქალაქო ომის პერიოდში მადნის მოპოვება და გადამუშავება შეწყდა. სპილენძის მრეწველობა აღდგა რვა წლის შემდეგ, 1925 წლის მაისში.

1930-იან წლებში კარაბაშის მოსახლეობა 50 000-ს შეადგენდა. 1933 წლიდან კარაბაშს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე 5 000 კარაბაშელი გაემგზავრა. ამ პერიოდისათვის ქარხანაში და შახტებში ბავშვები და ქალები მუშაობდნენ. 1941 წელს კარაბაშში ჰიტლერის მიერ ლენინგრადიდან დევნილები გააგზავნეს.

1998 წელს ქალაქში აღადგინეს სპილენძის მოპოვება[2].

ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება იუწყება, რომ იუნესკომ ქალაქი კარაბაში აღიარა მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად[3][4][5]. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფდა კარაბაშის საქალაქო ოლქის ყოფილი მეთაური ვიაჩესლავ იაგოდინეცი[6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]