კაპოვის მღვიმე
კაპოვის მღვიმე | |
---|---|
კაპოვის მღვიმე | |
კოორდინატები: 53°01′33″ ჩ. გ. 57°02′18″ ა. გ. / 53.02583° ჩ. გ. 57.03833° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ბაშკირეთი |
სიგრძე | 3045 მ |
სიღრმე | 165 მ |
მოცულობა | 180 510 მლნ. მ³ |
სირთულის კატეგორია | 2A |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
საიტი | საიტი |
კაპოვის მღვიმე (რუს. Капова пещера; ბაშკ. Шүлгәнташ; აგრეთვე: ბელსკაია, შულგან-თაში) — კარსტული მღვიმე ბურზიანოვსკის რაიონში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში. მდებარეობს მდინარე ბელაიასთან, იმავე დასახელების ნაკრძალში — შულგან-თაშში. მღვიმე ძირითადად ცნობილია პირველყოფილი ადამიანის მიერ კლდეზე შესრულებული ნახატებით, პალეოლითის ეპოქაში.
კაპოვის მღვიმის სიგრძე შეადგენს 3 კილომეტრს, სადაც გვხვდება დიდი დარბაზები, ტბები და მდინარე. მღვიმე 3 სართულიანია. პირველი სართული უკავია მდინარეს — „მიწიშქვეშა შულგანს“, რომელმაც წარმოქმნა სწორედ ეს მღვიმე.
მღვიმეში შესასვლელი წარმოადგენს 30 მეტრის სიმაღლის უზარმაზარ თაღს. შესასვლელისგან მარცხნივ მდებარეობს პატარა ტბა, რომლიდანაც მოედინება მდინარე შულგანი. ამ ტბის დიამეტრია 3 მეტრი, ხოლო სიღრმე — 35 მეტრი (ფაქტობრივად, ის ტბა არცაა, არამედ მდინარის კალაპოტის ვერტიკალური მონაკვეთი). ტბის წყალი სასმელად გამოუსადეგარია, თუმცა, გამოიყენება სამკურნალო აბაზანებისთვის.
მღვიმეში აღმოჩენილია ბაქტერიების, სოკოების, ხავსების სხვადასხვა სახეობები, აგრეთვე, ბაყაყები, ტრიტონები და გომბეშოები, თევზებიდან: ტაიმენი, ჰარიუსი და კვირჩხლა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაპოვის მღვიმე — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ляхницкий Ю. С. Шульганташ. — Уфа: Китап, 2002 г. — 200 с.