შინაარსზე გადასვლა

ტაიმენი (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტაიმენები)
ტაიმენები

დუნაის ორაგული
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hucho

ტაიმენი (ლათ. Hucho) — თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. აქვთ წაგრძელებული სხეული და გვერდებიდან შებრტყელებული თავი. დამახასიათებელია წვრილი ქერცლი, სხეულზე Х-სებრი და ნახევრადმთვარისებრი შავი ლაქები აყრიათ. ტანად დიდი მტაცებელი თევზებია. აქვთ მცირე სარეწაო მნიშვნელობა. მისი სახეობებიდან აღსანიშნავია დუნაის ორაგული (ლათ. Hucho hucho), საკუთრივ ტაიმენი (ლათ. Hucho taimen) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]