კვირჩხლა
იერსახე
| კვირჩხლა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Phoxinus erythrogaster | ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Phoxinus | ||||||||||
| ||||||||||
კვირჩხლა (ლათ. Phoxinus) — მტკნარი წყლის თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს. გვარში 10-მდე სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გვხვდება 1 ქვესახეობა (Phoxinus phoyinus colchicus). ტოფობს ზაფხულში. ყრის 200-900 ცალ ქვირითს. იკვებება ბენთოსით. კვირჩხლას სარეწაო მნიშვნელობა აქვს იაკუტიაში, საქართველოში კი სარეველა თევზია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 500.