კანთაროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კანთაროსი (ბერძ. kantharos) — ძვ. წ. VI—II სს. ბერძნული ქუსლიანი, ღრმა პირგადაშლილი ღვინის სასმელი ჭურჭელი, რომელსაც ვერტიკალურად მიმაგრებული ორი ყური აქვს. ამზადებდნენ უპირატესად თიხისაგან, ზოგჯერ ლითონისაგანაც. სხვადასხვა დროის კანთაროსები განსვავდება პროპორციებით, ყურის მოყვანილობითა და ქუსლის სიმაღლით. კანთაროსი ღვინის ღმერთის დიონისეს ერთ-ერთი მუდმივი ატრიბუტი იყო.

ძვ. წ. IV—II სს. ბერძნული თიხის შავლაქიანი კანთაროსები აღმოჩენილია საქართველოშიც (სოხუმი, ვანი, დაბლაგომი, დაფნარი, ფიჭვნარი, ნოქალაქევი და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Блаватский В. Д., История античной расписной керамики, М., 1953;