კამპორა-სან-ჯოვანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
კამპორა-სან-ჯოვანი
Campora San Giovanni
CamporaSanGiovanni2009.jpg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი კალაბრია
კოორდინატები 39°04′ ჩ. გ. 16°05′ ა. გ. / 39.067° ჩ. გ. 16.083° ა. გ. / 39.067; 16.083
ფართობი 6,2 კმ²
55 580
მოსახლეობა 7 340 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 1 200 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0982
საფოსტო ინდექსი 87032

კამპორა-სან-ჯოვანი მდებარეობა იტალია

Red pog.svg

კამპორა-სან-ჯოვანი (იტალ. Campora San Giovanni) — სასოფლო დასახლება იტალიაში, კალაბრიის რეგიონში, კოზენცის პროვინციის ამანტეის კომუნაში. მდებარეობს კატანძაროს პროვინციის საზღვრის სიახლოვეს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კამპორა-სან-ჯოვანი ტირენიის ზღვის სანაპიროს გადაჰყურებს. 1950-იანი წლებიდან, სოფელი გაიზარდა და გაფართოვდა. გაშენებულია პლაჟის თავზე აღმართულ პატარა, ბრტყელ პლატოზე. რეგიონს გარს არტყავს ვენახებითა და ზეთისხილის პლანტაციებით დაფარული ბორცვები. ეს ბორცვები სოფლისკენ თანდათან ეშვება და მიმზიდველ ხედს ქმნის: მარცხნივ მოჩანს ლამეცია-ტერმეს უბე, მარჯვნივ, ჰორიზონტზე კი მზიან ამინდში ვულკანი სტრომბოლი.

სოფლის ნავსადგურიდან ადვილად მისაღწევია ლიპარის კუნძულები.

ეკონომიკა და ტრანსპორტი[რედაქტირება]

კამპორა-სან-ჯოვანის ეკონომიკა სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს ეფუძნება. 1950-იანი წლებიდან საკმაოდ განვითარდა წითელი ხახვის მოყვანა, რომელიც დღეს როგორც საშინაო, ისე საგარეო ბაზრებზე გადის. ბოლო 20 წლის მანძილზე, ამ პროდუქტის ექსპორტმა მნიშვნელოვნდა შეუწყო ხელი სოფლის ეკონომიკის წინსვლას.

სოფელი ამავე დროს საზღვაო კურორტს წარმოადგენს. 2003 წელს აქ ნავსადგური აშენდა, რამაც გააადვილა ლიპარის კუნძულებამდე მისვლა. ეს ნავსადგური ტურისტული ინფრასტრუქტურის ღერძია.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

სოფლის ერთადერთი გამორჩეული ნაგებობაა XIV საუკუნის კოშკი. მისი ზედა ნაწილი ბრჯენებითაა დეკორირებული.

სოფლის მფარველად ითვლება ფრანცისკ პაოლიელი, რომლის დღესასწაულიც 1—3 სექტემბერს აღინიშნება, რაც ახლომდებარე სოფლებიდან პილიგრიმებს იზიდავს. ამ დროს იმართება მსვლელობა, რა დროსაც მორწმუნეები ქუჩებში წმინდანის ქანდაკებას მხრებზემოკიდებულს დააბრძანებენ.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]