კოზენცის პროვინცია
იერსახე
კოზენცის პროვინცია (იტალ. Provincia di Cosenza) — პროვინცია იტალიაში, კალაბრიის რეგიონში. დედაქალაქია კოზენცა.
პროვინციის ფართობი 6 650 კმ²-ია, მოსახლეობა 733 797 (2001) და ამ მხრივ უდიდესია კალაბრიის რეგიონში. შედგება 155 კომუნისგან.
უმცირესობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრპვინციაში სახლობს ოქსიტანურ ენაზე მოლაპარაკე საზოგადოება, რომელიც თავს იყრის გუარდია-პიემონტეზეს კომუნაში. იგი დააარსეს ვალდენსებმა, რომლებიც აქ XIII-XIV საუკუნეებში რელიგიურ დევნას გამოექცნენ. ასევე არსებობს არბერეშების მნიშვნელოვანი საზოგადოება, რომლებიც იტალიაში XV-XVI საუკუნეებში დასახლდნენ.
უდიდესი კომუნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოცემულია პროვინციის უდიდესი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
| კომუნა | მოსახლეობა |
|---|---|
| კოზენცა | 70 068 |
| კორილიანო-კალაბრო | 40 548 |
| როსანო | 38 422 |
| რენდე | 35 488 |
| კასტროვილარი | 22 561 |
| აკრი | 21 228 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2005-02-06 საიტზე Wayback Machine.