კაილ მაკლახლენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაილ მაკლახლენი

კაილ მაკლახლენი (ინგლ. Kyle MacLachlan; დ. 22 თებერვალი, 1959. იაკიმა, ვაშინგტონი, აშშ) — ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი.

1982 წელს დაამთავრა ვაშინგტონის უნივერსიტეტი და მალევე, კარიერის გასაგრძელებლად, საცხოვრებლად ჰოლივუდში, კალიფორნია გადავიდა. ცნობილია მის მიერ განსახიერებული როლებისთვის: ჯეფ ბიუმონტი საკულტო ფილმში „ლურჯი ხავერდი“ და პაულ ატრეიდესი ფილმში „დიუნი“. პოპულარობა მან ტელესერიალების წყალობითაც მოიხვეჭა: დეილ კუპერი სერიალში „ტუინ პიქსი“, ტრეი მაკდუგლი — „სექსი დიდ ქალაქში“ და ორსონ ჰოჯი სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“. მას აგრეთვე უთამაშია რამდენიმე მთავარი როლი რეჟისორ დევიდ ლინჩის ფილმებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]