ჯენიფერ მორისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯენიფერ მორისონი
Jennifer Morrison SDCC 2014.jpg
მორისონი 2014 წელს, Comic-Con International-ზე
დაბადების სახელი ჯენიფერ მერი მორისონი
დაბადების თარიღი 12 აპრილი, 1979 (1979-04-12) (41 წლის)
ილინოისი, ჩიკაგო, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
პროდიუსერი
აქტიური 1994-დღემდე

ჯენიფერ მერი მორისონი (ინგლ. Jennifer Marie Morrison; დ. 12 აპრილი, 1979) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. ცნობილია თავისი შესრულებული როლებით, როგორც დოქტორი ელისონ კამერონი ამერიკულ სატელევიზიო სერიალში, „სახლი“-ში (2004-2012). 2011-2017, 2018 წლებში მონაწილეობას იღებდა ABC-ს სათავგადასავლო ფანტაზიურ სერიალში, –„ერთხელ ზღაპარში“. ზოი პირსონის როლს თამაშობდა კომედიურ სერიალში, „როგორ შევხვდი დედათქვენს“-ში. მან ვინონა კირკის როლი ითამაშა სამეცნიერო ფანტსასტიკაში „ვარსკვლავური გზა“-ში, ხოლო ტეს კონლონი 2011 წლის სპორტულ დრამაში „მეომარი“-ში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენიფერ მორისონი დაიბადა 1979 წლის 12 აპრილს, ილინოისის შტატში, ჩიკაგოში. ჰყავს ორი და-ძმა, რომელთაგანც ჯენიფერი ყველაზე უფროსია. მისი და ჯულია მომღერალი და მუსიკალური თერაპევტია, ხოლო მისი ძმა-დენიელი უმაღლესი სკოლის ბენდის დირექტორია.[1] ხოლო მამამისი დევიდ მორისონი, მუსიკის მასწავებელი და სკოლაში ბენდის დირექტორია. 2003 წელს, დევიდი ილინოისის სახელმწიფო განათლების საბჭოს მიერ წლის მასწავლებლად დაასახელეს.[2]

მორისონი სწავლობდა სამხრეთის საშუალო სკოლაში, ხოლო შემდგომ, 1997 წელს დაამთავრა „Prospect“-ის უმაღლესი სკოლა. სკოლაში სწავლის დროს უკრავდა კლარნეტზე, ასევე მღეროდა და ცეკვავდე გუნდებში.[3] 2000 წელს მან დაამთავრა ჩიკაგოს „Loyola“-ს უნივერსიტეტი. სანამ ლოს-ანჯელესში გადავიდოდა საცხოვრებლად სწავლობდა „Steppenwolf“-ის თეატრალურ კომპანიაში.[4]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენიფერმა სამოდელო კარიერა ბავშვობის ასაკში დაიწყო, ჩნდებოდა ბეჭდურ რეკლამებში სხვადასხვა კომპანიებისთვის, მათ შორისაა: „JCPenney“ და „Montgomery Ward“. 1992 წლის მაისში, ლეგენდარულ კალათბურთელთან-მაიკლ ჯორდანთან ერთად გამოჩნდა ამერიკულ სპორტული გაზეთის, „Sports Illustrated“ გარეკანზე.[5] მორისონი პირველად 14 წლის ასაკში გადაიღეს 1994 წლის ფილმში, „გზაჯვარედინი“-ში, ხოლო შემდგომ —„ექოს გამოძახილი“-ში როგორც სამანტა.

მორისონი 2012 წელს, Tribeca Film Festival-ზე

მორისონმა მთავარი როლი პირველად 2000 წლის ფილმში, „ქალაქური ლეგენდები 2“-ში ითამაშა, ამის შემდეგ, იგი გადაიღეს რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „სკეიტბორდერები“ (2003), „გადარჩე შობას“ (2004) და „მისტერ და მისის სმიტები“ (2005).

2004 წელს, მორისონმა დრამა სერიალში, „სახლი“-ში, ელისონ კამერონის როლი მოიგო, ის ამ როლს 6 სეზონის განმავლობაში, 2004 წლიდან 2009 წლამდე თამაშობდა, მორისონმა სერიალში თამაში 2009 წელს ეპიზოდ-„Teamwork“-ში შეწყვიტა,[6] თუმცა 2010 წელს, ეპიზოდ „Lockdown“-ში კვლავ გამოჩნდა ელისონ კამერონის როლით.

2006 წელს მორისონი გადაიღეს ფილმ „Flourish“-ში.[7] მორისონი ერთ-ერთი მათგანია იმ პროდიუსერებს შორის, რომლებმაც სატელევიზიო სერიალი „გუნდი“ შექმნეს.

2007 წელს ჯენიფერი კომპიუტერულ თამაშში, „Command & Conquer 3: Tiberium Wars“-ში გამოჩნდა როგორც კირს ჯეიმსი. 2007 წელს გადაიღეს სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: „დიდი სთენი“ და სატელევიზიო ფილმი „The Murder of Princess Diana“, ფილმი დაფუძნებულია ნოელ ბოთამის ამ სახელწოდების მქონე ნოველაზე.

2010 წელს ჯენიფერი გამოჩნდა NBC-ს სატელევიზიო დრამა სერიალის, „ჩეიზ“-ის მეოთხე ეპიზოდში, სადაც მან ითამაშა მარტოხელა დედის როლი, რომელიც თავის ქალიშვილთან ერთად ტეხასში, სისხლიან მკვლელობას იწყებს.[8]

2017 წლის მარტს დაანონსდა რომ მორისონი სტეფანის როლს ითამაშებდა სპექტაკლში, „The End of Longing“-ში.[9] მან ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმ „მოჩვენება:გამოღვიძება“-ში ქენდისის როლი ითამაშა. 2019 წლის ივნისს ჯენიფერმა დაადასტურა რომ იგი კომედიურ-დრამატულ სატელევიზიო სერიალში, „ეს ჩვენ ვართ“-ში ქესიდი შარფის როლს ითამაშებდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს მორისონმა სასიყვარულო ურთიერთობა მსახიობთან ჯესი სპენსერთან დაიწყო,[10] ხოლო 2009 წელს ემორი ნოლასკოსთან.[11] 2012 წელს მორისონმა სასიყვარულო ურთიერთობა სებასტიან სთანთან დაიწყო, მათი ურთიერთობა 2013 წლამდე გაგრძელდა.[12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sequins & Suspenders. დაარქივებულია ორიგინალიდან - January 12, 2016. ციტირების თარიღი: January 8, 2016.
  2. Band Teacher Marches on As 2003 Teacher of the Year. Illinois State Board of Education (March 22, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან - March 23, 2014. ციტირების თარიღი: January 8, 2016.
  3. Spencer, Amy. (September 10, 2014) Jennifer Morrison rules the red carpet. New York Post. News Corp.. ციტირების თარიღი: January 8, 2016.
  4. Wiser, Paige. “Once Upon a Time's Jennifer Morrison tells Her Story“, Michigan Avenue, Modern Luxury Media, February 27, 2012. ციტირების თარიღი: April 5, 2018. 
  5. Vintage Michael Jordan. SI Kids (May 1992). დაარქივებულია ორიგინალიდან - November 5, 2015. ციტირების თარიღი: January 8, 2016.
  6. Ausiello, Michael. (November 16, 2009) 'House' exclusive: Jennifer Morrison speaks out about departure. ციტირების თარიღი: January 8, 2016.
  7. Riley, Jenelle. “Jennifer Morrison With 'Flourish'“, Backstage, Backstage, LLC, February 23, 2006. ციტირების თარიღი: April 5, 2018. 
  8. Keck, William. (August 20, 2010) House's Morrison To Co-Star With Real-Life Love on NBC's Chase. TVGuide.com. CBS Corporation. ციტირების თარიღი: January 8, 2016.
  9. Millward, Tom. (March 23, 2017) MCC Theater announces full cast of End of Longing. New York Theatre Guide. ციტირების თარიღი: March 23, 2017.
  10. Engaged House Stars Prepare to Tie the Knot. People (July 6, 2009). ციტირების თარიღი: February 13, 2019.
  11. Jennifer Morrison rules the red carpet“, New York Post, September 10, 2014. (en-US) 
  12. Monde, Chiderah. (November 3, 2013) 'Once Upon A Time' stars Jennifer Morrison, Sebastian Stan split: 'Once Upon A Time' actors 'grew apart' after real-life year long romance. New York Daily News. Tronc. ციტირების თარიღი: April 5, 2018.