სარა ჩალკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სარა ჩალკი
SarahChalkeDec08.jpg
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1976
ოტავა, ონტარიო, კანადა
სხვა სახელები სარა ლუიზა ქრისტინა ჩალკი
სარა კასანდრა ჩალკი
ეროვნება კანადელი
მოქალაქეობა კანადა, აშშ
ეთნიკურად კანადელი, გერმანელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1992-დღემდე

სარა ჩალკი (ინგლ. Sarah Chalke; დ. 27 აგვისტო, 1976, ოტავა, ონტარიო, კანადა) — კანადელი მსახიობი. სახელი გაითქვა ისეთი როლების შესრულებით, როგორებიცაა ბეკი კონერი სერიალ „როზანაში“, სტელა ზინმანი სერიალიდან „როგორ შევხვდი დედათქვენს“ და ბეტ სმიტი სერიალიდან „რიკი და მორტი“.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარა ჩალკი დაიბადა 1976 წლის 27 აგვისტოს ოტავაში, კანადაში. იგი არის თავისი მშობლების მეორე შვილი სამიდან. მას ჰყავს უფროსი ძმა, დუგლას ჩალკის, და ერთი უმცროსი და, ენჯელა ჩალკის სახით. დედამისი გერმანელია და როსტოკში დაიბადა, რის გამოც სარა და მისი და-ძმა დედის გავლენით გერმანულ სკოლაში დადიოდნენ. მისი პირველი ენა ინგლისურია, თუმცა ასევე თავისუფლად საუბრობს გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ თორმეტი წლის ასაკში სარა ჩალკი კანადური საბავშვო შოუს, „საბავშვო ზონის“ წამყვანი იყო.[1]

სარა ჩალკის სამსახიობო დებიუტი 1992 წელს შედგა სერიალ „ნეონის მატარებელში“ შესრულებული ანიას ეპიზოდური როლით. რამდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ, 1993 სერიალში „როზანა“ დაამტკიცეს მთავარ, ბეკი კონერის როლზე[2]. იგი სერიალის მეშვიდე სეზონამდე მთავარი პერსონაჟი იყო, თუმცა შემდეგ მისმა გმირმა სერიალი დატოვა. 1997 წელს, სერიალის 9 სეზონში იგი კვლავ დაბრუნდა, მაგრამ უკვე როგორც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი.

1997 წელს გადაიღეს ფილმში „ბავშვების სურვილი“, რომელშიც მელინდას როლი მოირგო. იმავე წელს კიდევ სამი როლი შეასრულა ფილმებში: „რწმენის სიკვდილი“ (დრეა დევენპორტის როლში), „ქალიშვილები“ (ანია მორელის როლი) და „მკვდარი კაცის იარაღი“ (ითამაშა მარიელ ჯეიკსის როლი).

1999 წელს ფილმში „პირველი ტალღა“ შეასრულა ქლოი უელსის როლი. იმავე წელს მთავარ როლზე დაამტკციეს სერიალში „კოუბოისთვის არაფერია კარგი“, სადაც მან გლორია ჰობსონი განასახიერა. სერიალის გადაღებები 2000 წელს დამთავრდა. 2001 წელს იგი სერიალში „სკრაბი“ დაამტკიცეს ასევე მთავარ, ელიოტ რაიდის როლზე. სერიალის გადაღებები 2010 წელს დასრულდა, თუმცა მერვე სეზონიდან იგი მეორეხარისხოვან პერსონაჟად იქცა.

2008 წელს სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ აიყვანეს დროებით როლზე, რა დროსაც სტომატოლოგ სტელა ზინმანის განსახიერება უწევდა, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა სერიალის მთავარ გმირთან, ტედ მოსბისთან. მას შემდეგ, რაც სტელამ ტედი ქორწილში მიატოვა, 2009 წელს მისმა პერსონაჟმა დატოვა სერიალი, თუმცა სარა 9 სეზონში, 2014 წელს კვლავ დაბრუნდა, როგორც მოწვეული სტუმარი.

2011 და 2017 წლებში სარამ ანიმაციურ ფილმში „ამერიკელი მამიკო!“ გაახმოვანა კამი და შემდეგ მერედითი. 2013 წელს სერიალში „გრეის ანატომია“ შეასრულა კეისი ჰიჯის ეპიზოდური როლი, სადაც იგი ერთ-ერთი პაციენტის დედას განასახიერებდა.

2013 წლიდან დღემდე სარა სერიალში „ჩაკი და მორტი“ თამაშობს ბეტ სმიტის როლს. ამის პარალელურად იგი მონაწილეობდა ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: „უთარიღო“ (2015, სარას როლი), „ენჯი ტრიბეკა“ (2016, მისის პარსონის როლი), „ემი შუმერის შიგნით“ (2016, ემის როლში), „სამოთხე“ (2018, ჯინა იაბოვსკის როლი), „კოლეჯის მეგობრები“ (2018, მერილ მორგანის როლში) და ა.შ.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარა დანიშნულია ადვოკატ ჯეიმი აფიფიზე, რომელთანაც 2009 წლის დეკემბერში ვაჟი გააჩინა[3][4]. მის ვაჟს ორი წლის ასაკში კავასაკის დაავადება დაუდგინდა[5]. 2016 წლის მაისში მან გოგონა გააჩინა[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Sarah Chalke". TVGuide.com. Retrieved November 24, 2017.
  2. Otterson, Joe (May 16, 2017). "'Roseanne' Revival Lands at ABC". Variety. Retrieved May 16, 2017.
  3. "Breaking Celeb News, Entertainment News, and Celebrity Gossip". E! Online. Retrieved April 28, 2016.
  4. "Magazine coverage of Chalke's birth to son Charlie Rhodes Afifi". Usmagazine.com. Retrieved January 22, 2011.
  5. Mitovich, Matt Webb (March 7, 2013). "Grey's Exclusive: Sarah Chalke Opens Up About Bringing Her Own Crisis to TV: 'There Were Tears'". TVLine. Retrieved June 15, 2016.
  6. Gajewski, Ryan (July 24, 2016). Sarah Chalke Welcomes Second Child With Fiance Jamie Afifi: Find Out Their Baby Girl's Name!"". Us Weekly.