კავკასიური კამეჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კავკასიური კამეჩი, სარძეო-სახორცე მიმართულების კამეჩის ჯიში. გავრცელებულია საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. წლიური მონაწველი 1400-1600 კგ, უდიდესი 3500 კგ-მდე. რძის ცხიმიანობა 8-9%. კავკასიური კამეჩის რძისაგან ამზადებენ მაღალხარისხოვან პროდუქტებს: კარაქს (100 კგ რძისაგან იღებენ 7,1 კგ კაქარს), ყველს და მაწონს. ჭარბი ფოსფორის გამო ხორცს წითელი ფერი აქვს. კავკასიური კამეჩი კარგად სუქდება როგორც საიალაღო, ისე ინტენსიური სუქებისას (დღეღამური წონამატი 1128 გ). საკლავის გამოსავლიანობა 40—50%. ტყავი მძიმეა, 25—50 კგ, რაც ცოცხალი მასის 6,5—8,5%-ს შეადგენს, სქელია (0,4—0,9 სმ), იყენებენ ფეხსაცმლის ლანჩად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]