გიული გოგოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლი (მრავალმნიშვნელოვანი).

გიული ივლიანეს ძე გოგოლი (დ. 23 თებერვალი, 1945, სენაკი) — ქართველი ზოოტექნიკოსი. სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი (1992), პროფესორი (2000).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი. 1976-1991 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში მეძროხეობის განყოფილების გამგე, 1991-2006 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის ბიოლოგიის საფუძვლების სამეცნიერო-კვლევითი სექტორის ხელმძღვანელის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1994-2006 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში. 1995-2005 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტების პროექტს. 2006 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, 2007 წლიდან – მ. რჩეულიშვილის სახელობის მეცხოველეობის ბიოლოგიურ საფუძვლების ინსტიტუტის დირექტორი. გოგოლი მუშაობს ძროხის ადაპტაცია-აკლიმატიზაციის, ჯიშთაშორისი და სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციის პრობლემებზე, ასევე სწავლობს მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიურ საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის (მ. შ. 12 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხორცისა და ხორცპროდუქტების ტექნოლოგია, თბ., 2004;
  • ჰიბრიდიზაცია სარძეო მეძროხეობაში, თბ., 2009.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]