შინაარსზე გადასვლა

კაბარე (1972 წლის ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კაბარე“
Cabaret
რეჟისორი ბობ ფოსი
პროდიუსერი საი ფიუერი
სცენარის ავტორი ჯეი ალენი
როლებში

ლაიზა მინელი მაიკლ იორკი ჰელმუტ გრიმი მარისა ბერენსონი ფრიც ვეპერი

ჯოელ გრეი
ოპერატორი ჯოფრი ენსვორტი
მონტაჟი დევიდ ბრეტჰერტონი
გამოსვლის თარიღი 13 თებერვალი, 1972
ქვეყანა აშშ

კაბარე — 1972 წელს ბობ ფოსის რეჟისორობით გადაღებული მიუზიკლი. მთავარ როლებს ასრულებენ ლაიზა მინელი, მაიკლ იორკი და ჯოელ გრეი.

ფილმში მოქმედება 1931 წელს, ნაცისტური იდეოლოგიის განვითარებისას ხდება. ფილმი დაფუძნებულია 1966 წლის ბროდვეის მიუზიკლზე „კაბარე“, რომელიც კრისტოფერ იშერვუდის ნახევრადავტობიოგრაფიული რომანის „ბერლინის ამბების“ (1945) ადაპტაციაა. 1951 წლის სპექტაკლი „მე ვარ კამერა“ იგივე რომანზე არის დამყარებული.

ფილმისთვის ლაიზა მინელიმ ოსკარი მიიღო საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში. საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის (ჯოელ გრეი), საუკეთესო რეჟისორის (ბობ ფოსი), საუკეთესო ოპერატურის, საუკეთესო ხმის, საუკეთესო ადაპტაციის და საუკეთესო მონტაჟის ნომინაციებით „კაბარე“ ამყარებს რეკორდს „ოსკარის“ მიღებაში.

კასტინგი და გადაღების პროცესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლაიზა მინელი სალი ბოულსის როლში

ფიუერს ლაიზა მინელთან (სალი ბოულსი) და ჯოელ გრეისთან მუშაობა ფოსის გამოჩენამდე ჰქონდა გადაწყვეტილი. ფოსმა მაიკლ იორკს მიმართა სალი ბოულსის ბისექსუალი პარტნიორის შესასრულებლად.

მინელი ბროდვეიში გამართული სპექტაკლისთვის სინჯებზეც იყო მისული, მაგრამ მაშინ უარი უთხრეს, რადგან „საკმარისად გამოცდილი არ იყო“. ამის მიუხედავად, როცა „კაბარე“ ეკრანებზე გამოჩნდა, მინელი უკვე კინოვარსკვლავი იყო მის მიერ შესრულებული როლის გამო ფილმში „სტერილური დოყლაპია“ (1969).

თავისი პერფორმანსისას მინელმა სალის პერსონაჟის რეინტერპრეტაცია გააკეთა და მამამისის, თეატრის რეჟისორის, ვინსენტ მინელის რჩევით, ლუის ბრუკს, ჯაზის პერიოდის სექს-სიმბოლოს მიბაძა. ბრუკსი ამერიკელი მსახიობი და ემიგრანტი იყო, რომელიც საერთაშორისო ვარსკვლავობისთვის გერმანიაში, ბერლინში გადავიდა.[1] მინელი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:

„მამაჩემთან მივედი და ვკითხე: „რა შეგიძლია მითხრა 1930-იანების გლამურის შესახებ? მარლენ დიტრიხივით უნდა მოვიქცე?“ და მან მითხრა: „არა. შეისწავლე ყველაფერი ლუის ბრუკსის შესახებ“.

ფილმი, მასში ასახული ბისექსუალი პერსონაჟის გამო, ქვიარ კინოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშად არის მიჩნეული.

1931 წელს ბერლინში თავისი გერმანული კვლევების დასასრულებლად კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი, ბრაიან რობერტსი ჩამოდის; ცდილობს, თავი ინგლისურის სწავლებით ირჩინოს, სანამ იაფფასიანი სასტუმროს პატარა ოთახში იცხოვრებს. სწორედ აქ უმეგობრდება ის ერთ-ერთ მდგმურს, ამერიკელ სალი ბოულსს, რომელიც კაბარეში მომღერლად მუშაობს. სალი გაარკვევს, რომ ბრაიანი ჰომოსექსუალია. თავის მხრივ, ბრაიანი აღტაცებულია სალით მისი ექსტრავაგანტულობის გამო. მალევე მათი მეგობრობა რომანში გადაიზრდება.

ფილმში მნიშვნელოვანი თემებია ნაციზმი, პოლიტიკური სატირა; სიყვარულის, სექსისა და სექსუალური ორიენტაციის თემა.