შინაარსზე გადასვლა

შერიფ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შერიფ-ფაშა (ჯაყელი) — ახალციხის ფაშა 1792-1796, 1801-1802, 1810-1812 წლებში. მამის სულეიმანის სიკვდილის შემდეგ ტახტისათვის ბრძოლაში შერიფ-ფაშა დამარცხდა და თავი არტანუჯის ციხეს შეაფარა. ფაშობა ჰასან-ფაშის შვილს ისაყ II ჯაყელს არგუნეს. 1792 წელს შერიფ-ფაშა აჯანყდა, ისაყ II ტახტიდან ჩამოაგდო და ფაშობა მიიღო. იგი, დაღესტნელებთან ერთად ხშირად აწყობდა ქურდულ თავდასხმებს საქართველოზე. 1796 წლის აგვისტოში ფაშობიდან გადააყენეს, სტამბოლში გაიწვიეს და ადანის ფაშობა უწყალობეს. 1801 წელს ახალციხის ფაშობა დაიბრუნა. 1802 წელს ისევ გააძევეს ახალციხიდან. 1810 წლის იანვარს ისევ დაიბრუნა ფაშობა. 1812 წელს აჭარელმა სელიმ-ფაშამ კვლავ გააძევა ახალციხიდან. შერიფ-ფაშამ თავი სტამბოლს შეაფარა, სადაც გარდაიცვალა.