იუსიფ სამადოღლუ
იუსიფ სამადოღლუ | |
---|---|
აზერ. Yusif Səmədoğlu | |
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1935 |
დაბადების ადგილი | ბაქო |
გარდაცვალების თარიღი | 16 აგვისტო, 1998 (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
საქმიანობა | მწერალი, პროზაიკოსი და სცენარისტი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | პროზა და სცენარი |
ჯილდოები | დიდების ორდენი, People's Writer of Azerbaijan, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და Lenin Komsomol Prize of Azerbaijan |
იუსიფ სამადოღლუ (აზერ. Yusif Səmədoğlu; ნამდვილი გვარი ვეკილოვი; 25 დეკემბერი, 1935, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ - 17 აგვისტო, 1998, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი და საბჭოთა პროზაიკოსი, სცენარისტი, რედაქტორი. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, მასწავლებელი. აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი (1958 წლიდან). აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1998), აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1979), აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს ეროვნების საბჭოს დეპუტატი (1990-1995).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა აზერბაიჯანის სსრ პირველი სახალხო პოეტის, სამად ვურგუნის ოჯახში. აზერბაიჯანის სახალხო პოეტის ვაგიფ სამადოღლუს ძმა.
დაამთავრა ლიტერატურული ინსტიტუტი მოსკოვში. 1957-1958 წლებში სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
მუშაობდა ჟურნალ „აზერბაიჯანის“ რედაქციაში, 1960-1965 წლებში ხელმძღვანელობდა ჟურნალის ლიტერატურულ განყოფილებას. მოგვიანებით ხელმძღვანელობდა ჟურნალებს „ულდუზ“ და „აზერბაიჯანი“, მუშაობდა სცენარისტად კინოსტუდიაში „Azerbaijanfilm“ და იყო სტუდიის სცენარის სარედაქციო კოლეგიის წევრი (1965-1969).[1]
ავტორია არაერთი სცენარის ცნობილი აზერბაიჯანული მხატვრული და დოკუმენტური ფილმებისთვის.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Азербайджанской ССР кинематография. Кино: Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — Москва: Советская энциклопедия, 1987. — стр. 13.