იური კვალიაშვილი
იური კვალიაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 იანვარი, 1945 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი |
მამა | ალექსანდრე კვალიაშვილი |
დედა | ნორა ქუთათელაძე |
სამეცნიერო სფერო | რენტგენოლოგია |
იური კვალიაშვილი (დ. 28 იანვარი, 1945, თბილისი) — ქართველი რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1980). საქართველოს რენტგენოლოგთა საზოგადოების წევრი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
ამავე წელს დაინიშნა ბედიანის ფსიქო–ნევროლოგიური საავადმყოფოს ფსიქო–ფტიზიატრიული განყოფილების გამგედ. 1970 წელს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში მიიღო ექიმ–რენტგენოლოგის დიპლომი და მუშაობა დაიწყო კარდიოლოგიის ინსტიტუტში რენტგენოლოგიის განყოფილებაში, უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1988 წლიდან იყო ამავე განყოფილების გამგე. ავტორია 44 სამეცნიერო ნაშრომის, დამტკიცებული აქვს ერთი გამოგონება და 3 რაციონალური წინადადება[2]. ხელმძღვანელობს სამეცნიერო მუშაობას ახალგაზრდა თანამშრომლებთან, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ინტერნებთან. 1989 წელს იყო საქართველოს წითელი ჯვრის სამაშველო სამსახურის მთავარი ექიმი, მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ფარგლებში ყველა ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებში[3]. რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებთა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — «Возможности рентгено функционального исследования сердца в постинфарктном периоде», დაიცვა 1980 წელს[4].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ. 147, თბ., 2000.