ნორა ქუთათელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორა ქუთათელაძე
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1921
დაბ. ადგილი თბილისი, სსსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 1 მაისი, 2013 (91 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
მეუღლე ალექსანდრე კვალიაშვილი
შვილ(ებ)ი იური კვალიაშვილი

ნორა ქუთათელაძე (დ. 7 ოქტომბერი, 1921, თბილისი, — გ. 1 მაისი, 2013, იქვე) — ქართველი რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი[1][2]. დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მქონე პირველი ქალი რენტგენოლოგი საქართველოში. საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1941-1944 წლებში ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში მიიღო რენტგენოლოგის კვალიფიკაცია; იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის ექიმი-რადიოლოგი; 1945 წლიდან მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში ექიმ-რენტგენოლოგად, კაბინეტის გამგედ, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1963 წლიდან იყო სამედიცინო ინსტიტუტის ს/ს ლაბორატორიის რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1968 წლიდან მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტისა და თსუ-ს სხივური დიაგნოსტიკის კათედრაზე.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კარდიოლოგიის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. იყო კარდიოლოგიის, სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტებში სამეცნიერო საბჭოს წევრი, დისერტაციის დაცვის საბჭოს წევრი ამავე დარგში. რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის კათედრის პროფესორი.

ავტორია ასამდე სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება რენტგენოლოგიური შესწავლის საკითხებს ჰიპერტონული და იშემიური დაავადებების დროს. სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა განყოფილების თანამშრომლებს, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია.

საკანდიდატო დისერტაცია თემა — «К вопросу рентгенологического изучения сердца больных гипертонической болезнью первой стадии (в молодом возрасте)», დაიცვა 1958 წელს[4].


სადოქტორო დისერტაციის თემა — «Рендгенологические методы исследования в определении изменения сердца и аорты при гипертонической болезни», დაიცვა 1969 წელს[5].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, გვ. 290, თბ., 2000.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]