შინაარსზე გადასვლა

იური გაგარინის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური გაგარინის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი
წინა სახელები კოლხეთის ქუჩა

იური გაგარინის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (ვეძისი); ზურაბ ჟვანიას მოედნიდან მარშალ გელოვანის გამზირამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 50-იან წლებში და კოლხეთის ქუჩა ერქვა. 1968 წელს იური გაგარინის სახელი ეწოდა. ქუჩაზე დგას ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა (N29. 1974; არქიტექტორები: გიორგი ჩახავა, ზ. ჯალაღანია; კონსტრუქტორები: ა. კიმბერგი, თ. თხილავა), რომელიც შეტანილია 1982 წელს აშშ-ში გამოცემულ მსოფლიოს საუკეთესო ნაგებობათა კატალოგში. გაგარინის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შესაყარზე დგას სკულპტურული კომპოზიცია „ვეფხი და მოყმე“ (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. არქიტექტორი ვახტანგ დავითაია).