იტალიის მდინარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადიჯე
ადა
ტიჩინო

იტალიის მდინარეთა ქსელი ძირითადად თავს იყრის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მიედინება იტალიის უდიდესი მდინარე — პო, რომელიც თავის შენაკადებთან და არხებთან ერთად აყალიბებს ფართო სატრანსპორტო სისტემას. პადანის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება მდინარეები — ადიჯე, ბრენტა, პიავე, რენო და ა. შ. ქვედა დინებებში, დანალექების გამო მდინარეთა კალაპოტები ხშირად ვაკეზე მაღლა მდებარეობს. აგებულია წყალდიდობისგან დამცავი ჯებირები, თუმცა მათი გარღვევის შედეგად ხშირია მასშტაბური დატბორვებიც (ბოლო პერიოდში 2000 და 2006 წ. წ.) ჩრდილოეთ იტალიის მდინარეები, გარდა წვიმის წყლისა, ასევე იკვებებიან თოვლითა და მყინვარებით. ისინი ხასიათდებიან გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის წყალდიდობებით, მიუხედავად ამისა, მდინარეები გამოიყენება საირიგაციოდ. ალპური მდინარეები ჰიდროენერგიის პოტენციალით ხასაითდებიან. ნახევარკუნძულის და კუნძულების მდინარეები წყალმარჩხია და ძირითადად წვიმის წყლით საზრდოობენ, წყალუხვობის პერიოდი შემოდგომა ზამთარში ახასიათებთ, ზაფხულში კი ხშირად შრებიან. მათ შორის უდიდესია არნო და ტიბრი.[1]

იტალიის უდიდესი მდინარეების სია[2][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მდინარე იტალიური სახელწოდება სიგრძე,
კმ
1 პო Po 676
2 ადიჯე Adige 410
3 ტიბრი Tevere 404
4 ადა Adda 313
5 ტიჩინო Ticino 248[3]
6 ტანარო Tanaro 242
7 არნო Arno 241
8 პიავე Piave 220
9 რენო Reno 211
10 ოლო Oglio 191
11 ვოლტურნო Volturno 177
12 ტალიამენტო Tagliamento 172
13 პანარო Panaro 165
14 დორა-ბალტეა Dora Baltea 162
15 ბრენტა Brenta 160

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Главный редактор А.М. Прохоров Большая советская энциклопедия. Третье издание. Том 11. ИТАЛИЯ - КВАРКУШ.. — Москва: Большая советская энциклопедия, 1978.
  2. Europos valstybių gamtinė geografija, Petras Lingė. Kronta, 2007 m., ISBN 978-9955-734-17-8
  3. Протекает по территории Италии и Швейцарии, протяженность по территории Италии составляет 157 километров