პანარო (მდინარე)
იერსახე
| ადიჯე | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| სათავე | მონტე-რონდინაიო |
| სიგრძე | 148 კმ |
| აუზის ფართობი | 2 292 კმ² |
პანარო — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, პოს ბოლო მარჯვენა შენაკადი. მისი სიგრძე 148 კმ-ია, აუზის ფართობი კი 2 292 კმ², წყლის საშუალო წლიური ხარჯი — 37 მ³/წმ. წყლის დონე იცვლება სეზონების მიხედვით, ზაფხულში თითქმის შრება, ყველაზე წყალუხვი კი გაზაფხულსა და შემოდგომაზეა.
სათავეს იღებს მონტე-რონდინაიოს მთაზე, ტოსკანა - ემილია-რომანიის აპენინების უმაღლესი მწვრვალის, მონტე-სიმონესგან (2165 მ) 12 კმ-ით სამხრეთ დასავლეთით. ამის შემდეგ ის მიემართება დაბლა ხეობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ქალაქ მოდენადან პოსთან შერწყმამდე, მდინარე სანაოსნოა.
პავულო-ნელ-ფრინანოს კომუნაში, პატარა ქალაქ ოლინასთან, მდინარეზე გადებულია 1522 წელს აეგბული ამავე სახელწოდების ხიდი, რომლისადმიც დიდია ისტორიული ინტერესი.
