ტანარო (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტანარო
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სათავე ლიგურიის ალპები
სიგრძე 276 კმ
აუზის ფართობი 8 234 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ტანარო ვიკისაწყობში

ტანარო (იტალ. Tanaro) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, პოს მარჯვენა ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადი. სათავეს იღებს ლიგურიის ალპებში, საფრანგეთთან საზღვრის სიახლოვეს. მისი სიგრძე 276 კმ-ია, აუზის ფართობი 8 234 კმ², წყლის საშუალო ხარჯი კი 123 მ³/წმ.

წარმოიქმნება ორი პატარა ნაკადულის შერწყმის შედეგად, ლიგურიის რეგიონში. ძირითადად იკვებება მონტე-საკაელოს მთიდან. მთავარი შენაკადებია სტურა-დი-დემონტე მარცხნიდან და ბორმიდა და ბელბო მარჯვნიდან.

ტანაროს გასწვრივ გაშენებულია ქალაქები: ჩევა, ალბა, ასტი და ალესანდრია, სანამ ის პოს შეერწყმება ბასინიანის კომუნის სიახლოვეს.

ტანარო ქალაქ ალბასთან

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]