შინაარსზე გადასვლა

ვოლტურნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლტურნო
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სათავე ალპები
სიგრძე 175 კმ
აუზის ფართობი 5550 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ვოლტურნო ვიკისაწყობში

ვოლტურნო (იტალ. Volturno) — მდინარე სამხრეთ-ცენტრალურ იტალიაში.

მდინარე სათევეს იღებს აბრუცის რეგიონში, ცენტრალურ აპენინებში. ამის შემდეგ ის მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც კაიაცოს კომუნასთან უერთდება მდინარე კალორე, შემდეგ სვლას აგრძელებს სამხრეთით, რის შემდეგაც ტრიალდება სამხრეთ-დასავლეთით და გაივლის ქალაქ კაპუას, ამის შემდეგ კი უერთდება ტირენიის ზღვას, კასტელ-ვოლტურნოოს კომუნასთან, ნეაპოლის ჩრდილო-დასავლეთით. მდინარის მთლიანი სიგრძე 175 კმ-ია. წყლის საშუალო წლიური ხარჯი კი 82,1 მ³/წმ.

მდინარეს ყოველთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დატვირთვა გააჩნდა. ძვ. წ. 194 წელს, მის შესართავთან რომაელებმა ვოლტურნუმის კოლონია დააარსეს. მათვე ააშენეს ციხესიმაგრე, ავგუსტუსმა კი აქ ვეტერანთა კოლონია დააარსა. ქალაქ სინუესადან პუტოელიში მიმავალი გზა ვია-დომიტანია ასევე კვეთდა ვოლტურნოს, ამ ხიდის ნარჩენების ხილვა დღესაცაა შესაძლებელი. ქალაქ კაპუამდე მდინარე სანაოსნო იყო.

554 წელს, ბიზანტიელმა გენერალმა ნარსესმა, გოთური ომების მიმდინარეობისას, მდინარის სიახლოვეს ფრანკ-ალემანთა არმია დაამარცხა.

1860 წელს სამხრეთ იტალიის ინვანსიისას რევოლუციური ძალების მიერ, რომელთაც ჯუზეპე გარიბალდი მეთაურობდა, ორი სიცილიის მეფე ფრანსიც II ნეაპოლიდან შემოიჭრა და კაპუასთან, ვოლტურნოს სამხრეთ ნაპირებზე თავდაცვითი პოზიციები აიღო. იმავე წლის 1-2 ოქრომბერს, პიედმონტელთა და გარიბალდის ძალები ვოლტურნოს ბრძოლაში ნეაპოლელებთან დაეცნენ, რამაც გამოიწვია კაპუის დაცემა.

მდინარისგან მიიღო ასევე სახელი ვოლტურნოს ხაზმა — გერმანელთა თავდაცვითმა პოზიციამ იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]