ისრაფილ-ბეკ იედიგაროვი (გენერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისრაფილ-ბეკ მუსტაფა-ბეკ ოღლი იედიგაროვი (დ. 15 დეკემბერი, 1815, სოფ. ყაჩაღანი, ახლანდ. მარნეულის მუნიციპალიტეტი, — გ. 1884) — ბორჩალოელი აზნაური, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1883).

ისრაფილ-ბეკი დაიბადა ბორჩალოს მაზრის ცნობილ მემამულეთა ოჯახში (იედიგაროვები, ედიგაროვები, ასევე იედიგარაშვილები). 1834 წელს მოხალისედ ჩაირიცხა ამიერკავკასიის მუსლიმთა ცხენოსან პოლკში. მონაწილეობდა ბრძოლებში კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ, უნგრეთის 1848 წლის რევოლუციის ჩახშობაში, ყირიმის ომში (1853-1856) და რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). 1866 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის, 1883 წელს, სამხედრო სამსახურიდან გადადგომისას კი გენერალ-ლეიტენანტის წოდება. დაჯილდოებული იყო წმ. ანას, წმ. სტანისლავის და წმ. ვლადიმერის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი (1879). მისი შვილიშვილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ოფიცერი ისრაფილ-ბეკ იედიგაროვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Список генералам по старшинству на 1881 год. Исправлено по 1-е декабря. — СПб., 1881. с. 520.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისრაფილ-ბეკ იედიგაროვი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)