შინაარსზე გადასვლა

ისლამური ხელოვნების მუზეუმი (დოჰა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამური ხელოვნების მუზეუმიქატარის ეროვნული მუზეუმის გვერდით, დოჰაში, კატარი მდებარე მუზეუმი. ის 2008 წლის 22 ნოემბერს გაიხსნა. კომპლექსის პროექტი ეკუთვნის არქიტექტორ იუჰ მინ პეის.

მუზეუმის შენობა ძველი ისლამური არქიტექტურის გავლენით შეიქმნა, თუმცა თვითმყოფადი დიზაინი აქვს. ეს არის პირველი ამ ტიპის მუზეუმი სპარსეთის ყურის რეგიონში და მასში ისლამური ხელოვნების ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექციაა გამოფენილი. კომპლექსი ასევე მოიცავს აუდიტორიუმებს, ბიბლიოთეკას და რამდენიმე რესტორანს. კომპლექსის საერთო ფართი 45 000 მ²-ია და დოჰას ყურეში ნავსადგომის სამხრეთ კუთხეში მდებარეობს. მუზეუმი საზოგადოებისთვის 2008 წლის 1 დეკემბერს გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]