ისა ჰაბიბეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისა ჰაბიბეილი
ისა ჰაბიბეილი
აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2005
პრეზიდენტი  ილჰამ ალიევი

ამეა-ს ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2013 – დღემდე

დაბადებული16 ოქტომბერი, 1949 (1949-10-16) (71 წლის)
საარჩევნი ოლქიშარური
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
პოლიტიკური პარტიაახალი აზერბაიჯანი
განათლებანახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1967-1971)
ამეა-ს ნიზამი განჯევის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა (1974-1978)
პროფესიაფილოლოგი
ჯილდოებიდიდების ორდენი ღირსების ორდენი

ისა აქბერის ძე ჰაბიბეილი (აზერ. İsa Əkbər oğlu Həbibbəyli; დ. 16 ოქტომბერი, 1949, შარური, ნახიჩევანის ასსრ, აზერბაიჯანის სსრ (დღეს აზერბაიჯანი)) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი 2013 წლიდან.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისა ჰაბიბეილი 1949 წლის 16 ოქტომბერს, ნახიჩევანის სსრ-ის შარურის რაიონში დაიბადა. დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ნახიჩევანის ფილიალის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია. ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და ისტორიის ორგანიზაციის წევრია. აზერბაიჯანის მწერალთა გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტთა გაერთიანების წევრია.

1971 წლიდან შარურის რაიონის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. 10975 წლიდან ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის, დოცენტის, სამეცნიერო პრორექტორის პოზიციაზე მუშაობდა. 1996-2013 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

2013 წლის აპრილიდან, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]