აზერბაიჯანის მილი მეჯლისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აზერბაიჯანის პარლამენტი)
Jump to navigation Jump to search
აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მილი მეჯლისი

Azərbaycan Respublikasının
Milli Məclisi
მე-6 მოწვევის პარლამენტი
სხდომათა დარბაზი 2016 წელს
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
თავმჯდომარე ოკტაი ასადოვი, ახალი აზერბაიჯანი
2 დეკემბერი 2005-დან
სტრუქტურა
წევრები 125
პოლიტიკური ჯგუფები

     ახალი აზერბაიჯანი (69)
     სამოქალაქო სოლიდარობის პარტია (2)
     სამშობლო (1)

     დამოუკიდებელი (53)
არჩევნები
ბოლო არჩევნები 1 ნოემბერი 2015
სხდომების ადგილი
AZ 1152, პარლამენტის პროსპექტი 1,
მილი მეჯლისის შენობა,
ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
საიტი
www.meclis.gov.az

აზერბაიჯანის ეროვნული კრება (მილი მეჯლისი) (აზერ. Milli Məclis — ეროვნული კრება) — აზერბაიჯანის ერთპლატიანი პარლამენტი; ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილი მეჯლისი (ეროვნული საბჭო) შეიქმნა აზერბაიჯანის უმაღლესი საჭოს ბაზაზე პარლამენტარული კომისიის თანხმობით 1991 წლის 26 ნოემბერს[1].

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომიტეტები[1][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამართლებრივი პოლიტიკისა და სახელმწიფო შენობის კომიტეტი
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
  • ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკისა და ეკოლოგიის კომიტეტი
  • აგრარული პოლიტიკის კომიტეტი
  • სოციალური პოლიტიკის კომიტეტი
  • ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტი
  • მეცნიერებისა და განათლების კომიტეტი
  • კულტურის კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა კომიტეტი
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი

კომისიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სადისციპლინო კომისია
  • დათვლის კომისია

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედგება ერთი პალატისგან (125 დეპუტატი), ირჩევა 5 წლით ერთმანდატიანი ოლქებით.

პირველი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში გაიმართა 1995 წელს, რომელშიც ხმათა უმრავლესობა ჰეიდარ ალიევის პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“ მიიღო (62%).

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატები აირჩევიან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საერთო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების თავისუფალ, პირადი და ფარული კენჭისყრით. მილი მეჯლისი შედგება 125 დეპუტატისგან, რომლებიც აირჩევიან ხუთი წლის ვადით.

არჩევნებს ყოველ ხუთ წელიწადში იმართება ნოემბრის პირველ კვირას[2].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატების უფლებამოსილების ვადა შემოიფარგლება მილი მეჯლისის მოწვევის თარიღით[3].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველა მოქალაქე 25 წლის ასაკში შეიძლება არჩეულ იქნეს კანონის შესაბამისად, როგორც მილი მეჯლისის წევრი[4].

2015 წლის არჩევნების შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა 2015 წლის 1 ნოემბრიდან აირჩიეს. 2005 წლის დეკემბრის დასაწყისში დამტკიცდა 115 საარჩევნო ოლქის კენჭისყრის შედეგებით და პარლამენტმა დაიწყო მუშაობა.

მილლი მეჯლისის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ოქტაი ასადოვი.

პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო არჩევნები ჩატარდა 2015 წლის 1 ნოემბერს:

ახალი აზერბაიჯანი - 69

სამოქალაქო სოლიდარობის პარტია - 2

პარტია "სამშობლო" - 1

უპარტიო - 53

ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწვევა ხელმძღვანელი პირველი მოადგილე მოადგილე მოადგილე
1995 - 2000 რასულ გულიევი არიფ რაჰიმზადე იაშარ ალიევი -
2000 - 2005 მურთუზ ალესქეროვი არიფ რაჰიმზადე ზიაფეთ ასკეროვი გიოვრახ ბახშალიევა
2005 - 2010 ოქტაი ასადოვი ზიაფეთ ასკეროვი ბაჰარ მურადოვა ვალეჰ ასქეროვი
2010 - 2015 ოქტაი ასადოვი ზიაფეთ ასკეროვი ბაჰარ მურადოვა ვალეჰ ასქეროვი
2015 - 2020 ოქტაი ასადოვი ზიაფეთ ასკეროვი ბაჰარ მურადოვა ვალეჰ ასქეროვი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]