ირიკის ეროვნული პარკი
ირიკის ეროვნული პარკი
Parc national d'Iriqui | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ![]() |
უახლოესი ქალაქი | ზაგორა |
კოორდინატები | 29°50′ ჩ. გ. 6°31′ ა. გ. / 29.833° ჩ. გ. 6.517° ა. გ. |
ფართობი | 123 000 ჰა |
დაარსდა | 1994 |
ირიკის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national d'Iriqui) — ეროვნული პარკი მაროკოში. შეიქმნა 1994 წელს, ფართობი 123 000 ჰექტარია.
ეროვნული პარკი მდებარეობს მდინარე დრაასა და ანტი-ატლასის მთების სამხრეთ კალთებს შორის, ზაგორისა და ტატის პროვინციების ტერიტორიაზე.
ფლორა და ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარკისათვის დამახასიათებელია სამხრეთ მაროკოსათვის ტიპური უდაბნოს ლანდშაფტი. მცენარეულობა წარმოდგენილია ხეებიანი სტეპებისა და აკაციებიანი სავანების სახით. ზოგიერთი დიუნი დაფარულია მცენარე იალღუნით.[1]
სველ სეზონებში, დროებითი ტენიანი ადგილი ხდება ირიკის ტბა, სადაც იზამთრებს მრავალი გადამფრენი ფრინველი, მათ შორის ფლამენგოები, იხვები და ბატები. აღნიშნული ტბა პარკისათვის მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მახასიათებელია. პარკის შემქნისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჭარბტენიანი ადგილის რეაბილიტაცია.[1]
პარკში სახლობენ სავათები, სირაქლემები, ბერბერული ცხვრები, გაზელი დორკასი, ორიქსები და აფთრები.[2] ასევე მრავლადა არიან რეპტილიები.
ადამიანთა დასახლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდა რამდენიმე მკვიდრი ოჯახისა, პარკის ტერიტორიაზე ადამიანთა ძირითადი დასახლებები ნომადური ხასიათისაა.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდიდარი ლანდშაფტი და კულტურული მემკვიდრეობა პარკს ეკოტურიზმის დიდ პოტენციალს აძლევს, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს ადგილობრივთა ეკონომიკური მდგომარეობა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Parc national d'Iriqui. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-04. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
- Parc national Iriqui. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Parc National d’lriqui. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-06. ციტირების თარიღი: 2013-11-23.
- ↑ Sylvie Jourjon: L’Oasis Sacrée d’Oum Lâalag. 5 December 2012 (French).
|