ირემლაღი
იერსახე
| ირემლაღი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Cervus dama | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 42188 | ||||||||||||
| ||||||||||||
ირემლაღი (ლათ. Dama dama) — ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 130 სმ აღწევს. მასა 90 კგ. ზაფხულობით ჟანგისფერ-მოწითალოა, თეთრხალებიანი, ზამთრობით ნაცრისფერ-მურა ფერს იღებს. გვხვდება თეთრი ან შავი ირემლაღიც. გავრცელებულია მცირე აზიისა და ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკის ტყეებში. კვებება ბალახით, ფოთლებით, სოკოებით, ნაყოფით. შობს 1-2 ნუკრს. მრავალი ქვეყნის პარკებსა და ნაკრძალებში ირემლაღს აშენებენ როგორც დეკორატიულ და სანადირო ცხოველს. ველური ირემლაღი გვხვდება მხოლოდ სამხრეთ ირანში (ისიც რამდენიმე ათეული), სადაც საგანგებოდ იცავენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 219.
