იპოჰი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
იპოჰი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 4°36′00″ ჩ. გ. 101°04′12″ ა. გ. / 4.60000° ჩ. გ. 101.07000° ა. გ. | ||||
ფართობი | 150 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 866 772 (2016) | ||||
სასაათო სარტყელი | Time in Malaysia | ||||
სატელეფონო კოდი | 05 | ||||
საფოსტო ინდექსი | 30xxx, 31xxx | ||||
ოფიციალური საიტი | https://mbi.gov.my | ||||
| |||||
იპოჰი ― მალაიზიის შტატ პერაკის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე კინტას ირგვლივ, კუალა-ლუმპურიდან 200 კმ-ით ჩრდილოეთით და ჯორჯთაუნიდან 150 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. 2020 წლის აღწერის მიხედვით, იპოჰის მოსახლეობა 759 952 ადამიანს შეადგენს და მერვე ადგილზეა მალაიზიის ქალაქებს შორის.
თავდაპირველად იპოჰის ადგილას სოფელი მდებარეობდა. 1880-იან წლებში მის ირგვლივ კალის დიდი დეპოზიტები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სოფელი სწრაფად გაიზარდა.[1] 1895 წლისთვის იპოჰი მეორე უდიდესი ქალაქი იყო ფედერაციული მალაიური შტატების მასშტაბით, რომელიც პერაკის გარდა სელანგორს, ნეგერი-სემბილანსა და პაჰანგსაც მოიცავდა.[2] იპოჰს ქალაქის სტატუსი 1988 წელს მიენიჭა. კალის დეპოზიტების ამოწურვამ და 1970-იან წლებში კალის ფასების კოლაფსმა იპოჰის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია.[3][4][5][6]
უკანასკნელ წლებში ქალაქში ბრიტანული კოლონიური ხანის არქიტექტურის შენარჩუნებისკენ მიმართული ძალისხმევით იპოჰის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.[5][6] ქალაქი ცნობილია სამზარეულოთი და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, როგორებიცაა კირქვის ბორცვები და მღვიმეები, რომელთა შიგნითაც ბუდისტური ტაძრებია გამოკვეთილი.[7] იპოჰს მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქის რეპუტაციაც აქვს.[8]
იპოჰი კუალა-ლუმპურსა და ჯორჯთაუნს შორის მდებარეობს, რაც დასავლეთ მალაიზიაში მის მთავარ სახმელეთო სატრანსპორტო კერად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ქალაქის ტერიტორიაზე გადის მალაიური რკინიგზის დასავლეთ სანაპიროს ხაზიც და ჩრდილოეთ-სამხრეთის ჩქაროსნული მაგისტრალიც. იპოჰს ემსახურება სულთან აზლან შაჰის აეროპორტიც.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სახელი მომდინარეობს ადგილობრივი ხის, pohon epu-ს სახელწოდებიდან, რომელსაც ამჟამად პოკოკ-იპოჰს უწოდებენ. ამ ხის წვენი მომწამლავია და ორანგ-ასლის ტომის წარმომადგენლები სანადიროდ იყენებდნენ.[9]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტოპოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იპოჰი პერაკის შტატის დედაქალაქია, რომელიც ნახევარკუნძულის მალაიზიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი კარსტული კინტის ხეობის რეგიონის შუა ნაწილში, მდინარე კინტის სანაპიროსა და უფრო მცირე მდინარეების: სუნგაი-პინჯისა და სუნგაი-პარის შესართავთან მდებარეობს. ქალაქის ირგვლივ, ჩრდილო-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბნებში კირქვის ბორცვები მდებარეობს, რომლებსაც მოგოტები ეწოდება.[10]
ჩრდილოეთიდან დასავლეთით კელედანგის ქედია გადაჭიმული, რომელიც ბინტანგის მთების პარალალელურია. ქედის მარცხენა მხარეს მდინარე პერაკი მიედინება, ხოლო მარვჯენა მხარეს ― მდინარე კინტა. იპოჰის აღმოსავლეთ ნაწილში მდინარე პელუსი მიედინება, რომელიც პერაკის შენაკადია და ტიტივანგსის მთებში იღებს სათავეს.[11]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იპოჰი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ქალაქზე უფრო მეტად ტროპიკებშორისი კონვერგენციის ზონა ახდენს გავლენას, ვიდრე პასატები და ციკლონებიც იშვიათია. ქალაქის ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე მცირედით იცვლება. საშუალო ტემპერატურა 28 °C-ია (82 °F). ქალაქისთვის მთელი წლის მანძილზე ნალექიანობის მაღალი მაჩვენებელია დამახასიათებელი. ნალექიანობის საშუალო თვიური მაჩვენებელი 200 მმ-ია, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებელი ― 2 427.9 მმ. ყველაზე ნალექიანი თვე ოქტომბერია (297.2 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი თვე ― იანვარი (132.3 მმ).
კირქვის მღვიმეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ყველაზე ცნობილი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები მოგოტებია. ქალაქის ირგვლივ ბევრი მღვიმეა, რომელთა ნაწილშიც ტაძრები გამოკვეთილი.[12] მათგან ყველაზე მეტად „სამ პოჰ ტონგი“, „სამი ბუდას ტაძარია“ ცნობილი. იპოჰის სამხრეთით, გოპენგის მახლობლად მდებარეობს გუა-ტემპურუნგი ― მღვიმე, რომელიც დამთვალიერებელთათვის ღიაა და პოპულარული დანიშნულების ადგილია სპელეოტურისტებისთვის. 3 კმ-ზე გრძელი გუა-ტემპურუნგი ნახევარკუნძულის მალაიზიის ერთ-ერთუ ურგძესი გამოქვაბულია. მღვიმის ნაწილი ელექტროფიცირებულია და ბილიკებია გაყვანილი. ტურები სიგრძისა და სირთულის მიხედვით განსხვავდება. მღვიმეში ხუთი მთავარი განყოფილებაა, სადაც უხვი რაოდენობით სპელეოთემებია, მათ შორის, სტალაქტიდები და სტალაგმიტები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იპოჰი მალაიზიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია. 2010 წლის აღწერის მიხედვით, იპოჰის მუნიციპალური ტერიტორიის მოსახლეობა 657 892 ადამიანს შეადგენს.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა 2010 წლის მონაცემების მიხედვითაა შექმნილი:
იპოჰის ეთნიკური ჯგუფები (2010) | ||
---|---|---|
ეთნოსი | მოსახლეობა | წილი |
ჩინელი მალაიზიელები | 270,165 | 44.11% |
ბუმიპუტერა | 253,592 | 38.55% |
მალაიზიელი ინდოელები | 110,024 | 14.07% |
სხვები | 1,559 | 0.2% |
არამალაიზიელები | 19,989 | 3.04% |
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იპოჰის დაძმობილებული ქალაქებია:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The History of Ipoh.
- ↑ Info Ipoh: Halaman 2 dari 2 | Portal Rasmi Majlis Bandaraya Ipoh (MBI). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-21. ციტირების თარიღი: 2017-08-21
- ↑ Tam, Susan. Ipoh - Malaysia | The Star Online. ციტირების თარიღი: 2017-08-21
- ↑ Tan, Peter. (2015-02-21) The city that tin built. ციტირების თარიღი: 2017-08-21
- ↑ 5.0 5.1 hermes (2016-03-22). „Sleepy Ipoh awakens“. The Straits Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-08-21.
- ↑ 6.0 6.1 Old Town restored to rightful place in history of Ipoh en. ციტირების თარიღი: 2017-08-21
- ↑ net, powered by iosc dot. (16 May 2015) Ipoh Echo | Caves of the Kinta Valley en. ციტირების თარიღი: 2017-08-21
- ↑ Ipoh is Malaysia's cleanest city - Nation | The Star Online. ციტირების თარიღი: 2017-08-21
- ↑ Ng, Francis. „Ipoh's terrible tree“. The Star (ინგლისური). ციტირების თარიღი: 29 January 2022.
- ↑ Limestone Hills (Bukit Batu Kapur), Ipoh, PERAK – Malaysia Travel Review. Malaysiahotelreview.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 10 December 2013
- ↑ Jacq-Hergoualc'h, Michel (September 2002). The Malay Peninsula: Crossroads of the Maritime Silk Road (100 BC – 1300 AD). Brill Publishers. ISBN 90-04-11973-6.
- ↑ Home. Cavesofmalaysia.com. ციტირების თარიღი: 10 December 2013
- ↑ Guangxi signed cooperation project of US$400 million with Malaysia. Ministry of Commerce, People's Republic of China (6 April 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 20 December 2015
- ↑ Exchange with sister cities. Fukuoka City (23 April 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 20 December 2015