შინაარსზე გადასვლა

იოსებ საღინაძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ საღინაძე
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1902
დაბადების ადგილი სოფელი ლუხვანო, ცაგერის რაიონი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 მაისი, 1964 (61 წლის)
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
განათლება გეოგრაფი, გეოლოგი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მეცნიერი

იოსებ საღინაძე (დ. 15 ოქტომბერი, 1902 - გ. 5 მაისი, 1964) — ქართველი მეცნიერი, გეოგრაფი, მეცნიერებათა დოქტორი.

დაამთავრა ცაგერის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს; 1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.

1938 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; კითხულობდა ლექციების კურსს მინერალოგია-პეტროგრაფიასა და გეოლოგიაში საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტზე. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

  • ზოგადი გეოლოგიის პრაქტიკუმი: დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგიური ინსტიტუტების საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის (თანაავტორი); თბილისი, განათლება, 1967
  • სასწავლო გეოლოგიური ექსკურსიები ქუთაისის მიდამოებში : მეთოდური მითითებანი (ავტორი). თბილისი, ცოდნა, 1961
  • ქუთაისის რაიონის მარმარილოების მინერალოგიურ-პეტროგრაფიული დახასიათება (ავტორი); ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. IX, ქუთაისი, 1949
  • წყალტუბოს ვულკანური ყელის პეტროგრაფია (ავტორი); ქუთაისის პედინსტიტუტის შრომები ტ. III, ქუთაისი, 1941
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, ენციკლოპედიური ცნობარი, თბილისი, 2003, გვ. 230

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_საღინაძე“-დან