შინაარსზე გადასვლა

იოსებ მაყაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაყაშვილი.

იოსებ მაყაშვილი (დ. უცნობია, იყალთო, თელავის მაზრა — გ. 1878) — ქართველი რევოლუციონერი, ხალხოსნური მოძრაობის მონაწილე. ხალხოსნურ პროპაგანდას ეწეოდა იყალთოსა და სხვა სოფლების გლეხებში. დააპატიმრეს 1876 წლის ოქტომბერში. პატიმრობაში გაატარა 6-5 თვე, შემდეგ ერთი წლით პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

  • შველიძე, ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 507.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბილისი, 1970