შინაარსზე გადასვლა

იორგოს ლანთიმოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იორგოს ლანთიმოსი

იორგოს ლანთიმოსი 2015 წელს
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1973
ათენი, საბერძნეთი
სხვა სახელები იორგოს ლანთიმოსი
მოქალაქეობა  საბერძნეთი
ალმა-მატერი Hellenic Cinema and Television School Stavrakos[1] და Moraitis School
საქმიანობა კინორეჟისორი[2] , თეატრის რეჟისორი, სცენარისტი[3] , კინოპროდიუსერი[3] , მსახიობი, რეჟისორი[4] [3] და კინემატოგრაფისტი[3]
მეუღლე(ები) არიანე ლაბედი

იორგოს ლანთიმოსი (ბერძ. Γιώργος Λάνθιμος; დ. 27 მაისი, 1973) — ბერძენი მსახიობი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

ლანთიმოსი დაიბადა ათენში. სწავლობდა კინოსა და სატელევიზიო რეჟისურას ათენის ბერძნული კინოსა და ტელევიზიის სკოლაში. 90-იან წლებში ბერძნული თეატრალური ცეკვის კომპანიებისათვის იღებდა კლიპებს, რომელთა რეჟისორიც თავად იყო. 1995 წლიდან იღებს სატელევიზიო რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებს. აგრეთვე, არაერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმისა და ექსპერიმენტულ დადგმის რეჟისორია[5]. ლანთიმოსი იყო ერთ-ერთი იმ შემოქმედებით ჯგუფში, რომელთაც 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები დადგეს[6].

ლანთიმოსის, როგორც კინოს რეჟისორის კარიერა 2000-იანი წლებიდან იწყება. პირველი ფილმი, რომელიც ლაკის ლაზოპულოსთან ერთად გადაიღო, იყო „ჩემი საუკეთესო მეგობარი“. მისი მესამე ფილმი „ეშვი“ 2009 წლის კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა[7], ხოლო ოსკარის რიგით 83-ე დაჯილდოებაზე ნომინირებულ იქნა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაზე. ფილმი „ლობსტერი“ არტეს საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორი გახდა.

  1. ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. ↑ abART
  3. 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #1011852519 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  4. ↑ Národní autority České republiky
  5. ↑ Sakaridis, Yannis. "10 Greek Filmmakers to Watch". Raindance Film Festival. Archived from the original on July 27, 2011. Retrieved 2 February 2011.
  6. ↑ "DOGTOOTH - Press Kit" დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (PDF). Cannes Film Festival. Retrieved 2009-05-23.
  7. ↑ Pavlaki, Despina (2009-10-25). "Film: Dogtooth" დაარქივებული 2012-03-06 საიტზე Wayback Machine. . Athens News. Retrieved 2 February 2011.