იოკოძუნების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს არის ყველა სუმოისტის სია, რომლებმაც მიაღწიეს სუმოს უმაღლეს წოდებას — იოკოძუნას. აღსანიშნავია, რომ ეს წოდება არ ფიქსირდება ბანძუკეში 1890 წლამდე და ოფიციალურად არ იყო აღიარებული სუმოს უმაღლეს წოდებად 1909 წლამდე. ძველ დროში იოკოძუნად ყოველთვის არ ირჩევდნენ უძლიერეს ოძეკებს, არამედ მათ, ვისაც ყველაზე გავლენიანი მფარველები ჰყავდათ.

იოკოძუნების პირველი სია (სულ 17 სუმოისტის შემადგენლობით) შეადგინა მე-12 იოკოძუნამ ჯინმაკუ კიუგორომ 1900 წელს, მაგრამ სია ოფიციალურად არ განიხილებოდა 1926 წლამდე, სანამ ახლად ჩამოყალიბებულმა იაპონიის სუმოს ასოციაციამ არ აღიარა ის და შეავსო 31 სუმოისტამდე. მას შემდეგ კიდევ 42-მა სპორტსმენმა მიიღო იოკოძუნას უმაღლესი წოდება. 1951 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩიონოიამას მიანიჭეს ეს წოდება, სუმოს ასოციაცია აკონტროლებს იოკოძუნად აღზევების საქმეს. წესის მიხედვით, ზედიზედ ორი ტურნირის მოგება ოძეკის რანგში, ან „ექვივალენტური შედეგის“ მიღწევა არის მინიმალური მოთხოვნა იოკოძუნად დაწინაურებისთვის თანამედროვე სუმოში.

ყველაზე დიდხანს, 14 წლის მანძილზე, წოდებას ატარებდა იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც ტიტული მიიღო 2007 წელს, ხოლო კარიერა დაასრულა 2021 წელს.[1]

სიაში მითითებულია თითოეული იოკოძუნას მიერ უმაღლეს დივიზიონში მოგებული ჩემპიონატების რაოდენობა. 1909 წლის ზაფხულის ტურნირამდე მოქმედი იოკოძუნებისთვის მოგებული ჩემპიონატების რიცხვი ისტორიულად არის მინიჭებული, იმ დროისთვის არსებულ მოგება-წაგებათა სტატისტიკაზე დაყრდნობით, რადგან იქამდე ჩემპიონატების სისტემა არ არსებობდა.

სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომ. სახელი (იაპონურად) უმაღლესი დივიზიონის
ჩემპიონობა
მშობლიური ქალაქი დაწინაურება[2] კარიერის დასრულება დოჰიო-ირის
სტილი
უხუცესის სახელი[3]
1 აკაში შიგანოსუკე 明石 志賀之助 NA უცუნომია? ? c. 1649? (გარდაიცვალა) არა
2 აიაგავა გოროჯი 綾川 五郎次 NA ტოჩიგი? ? c. 1765? (გარდაიცვალა) არა
3 მარუიამა გონდაზაემონ 丸山 権太左衛門 NA მიაგი 1749 1749 (გარდაიცვალა) არა
4 ტანიკაძე კაჯინოსუკე 谷風 梶之助 21 მიაგი 1789 1795 (გარდაიცვალა) არა
5 ონოგავა კისაბურო 小野川 喜三郎 7 შიგა 1789 1797 ონოგავა
6 ონომაცუ მიდორინოსუკე 阿武松 緑之助 5 იშიკავა 1828 1835 ონომაცუ
7 ინაძუმა რაიგორო 稲妻 雷五郎 10 იბარაკი 1830 1839 არა
8 შირანუი დაკუემონ 不知火 諾右衛門 1 კუმამოტო 1840 1844 მინატო
9 ჰიდენოიამა რაიგორო 秀の山 雷五郎 6 მიაგი 1847 1850 ჰიდენოიამა
10 უნრიუ კიუკიჩი 雲龍 久吉 7 ფუკუოკა 1861 1865 შირანუი ოიტეკაძე
11 შირანუი კოემონ 不知火 光右衛門 3 კუმამოტო 1863 1869 უნრიუ მინატო
12 ჯინმაკუ კიუგორო 陣幕 久五郎 5 შიმანე 1867 1867 არა
13 კიმენძან ტანიგორო 鬼面山 谷五郎 7 გიფუ 1869 1870 შირანუი არა
14 საკაიგავა ნამიემონ 境川 浪右衛門 5 ჩიბა 1877 1881 საკაიგავა
15 უმეგატანი ტოტარო I 梅ケ谷 藤太郎 9 ფუკუოკა 1884 1885 იკაძუჩი
16 ნიშინოუმი კაჯირო I 西ノ海 嘉治郎(初代) 2 კაგოშიმა 1890 1896 იძუცუ
17 კონიშიკი იასოკიჩი I 小錦 八十吉 7 ჩიბა 1896 1901 ჰიტაჩიამა
18 ოძუცუ მანიემონ 大砲 万右衛門 2 მიაგი 1901 1908 მაცუჩიიამა
19 ჰიტაჩიამა ტანიემონ 常陸山 谷右衛門 7 იბარაკი 1903 1914 ჰიტაჩიამა დევანოუმი
20 უმეგატანი ტოტარო II 梅ヶ谷 藤太郎(二代目) 3 ტოიამა 1903 1915 უნრიუ იკაძუჩი
21 ვაკაშიმა გონშირო 若島 権四郎 4 ჩიბა 1905 1907 ვაკაშიმა*
22 ტაჩიიამა მინეემონ 太刀山 峰右衛門 11 ტოიამა 1911 1918 შირანუი აძუმაძეკი*
23 ოკიდო მორიემონ 大木戸 森右衛門 10 ჰიოგო 1912 1914 მინატო
24 ოტორი ტანიგორო 鳳 谷五郎 2 ჩიბა 1915 1920 უნრიუ მიაგინო
25 ნიშინოუმი კაჯირო II 西ノ海 嘉治郎(二代目) 1 კაგოშიმა 1916 1918 უნრიუ იძუცუ
26 ონიშიკი უიჩირო 大錦 卯一郎 5 ოსაკა 1917 1923 უნრიუ არა
27 ტოჩიგიამა მორია 栃木山 守也 9 ტოჩიგი 1918 1925 უნრიუ კასუგანო
28 ონიშიკი დაიგორო 大錦 大五郎 6 აიჩი 1918 1922 უნრიუ არა
29 მიაგიამა ფუკუმაცუ 宮城山 福松 6 ივატე 1922 1931 უნრიუ შიბატაიამა
30 ნიშინოუმი კაჯირო III 西ノ海 嘉治郎(三代目) 1 კაგოშიმა 1923 1928 უნრიუ ასაკაიამა
31 ცუნენოჰანა კანიჩი 常ノ花 寛市 10 ოკაიამა 1924 1930 უნრიუ დევანოუმი
32 ტამანიშიკი სანემონ 玉錦 三右衛門 9 კოჩი 1932 1938 (გარდაიცვალა) უნრიუ არა
33 მუსაშიამა ტაკეში 武蔵山 武 1 კანაგავა 1935 1939 უნრიუ დეკიიამა*
34 მინანოგავა ტოძო 男女ノ川 登三 2 იბარაკი 1936 1942 უნრიუ მინანოგავა*
35 ფუტაბაიამა სადაჯი 双葉山 定次 12 ოიტა 1937 1945 უნრიუ ტოკიცუკაძე
36 ჰაგუროიამა მასაჯი 羽黒山 政司 7 ნიიგატა 1941 1953 შირანუი ტაცუნამი
37 აკინოუმი სეცუო 安藝ノ海 節男 1 ჰიროშიმა 1942 1946 უნრიუ ფუჯიშიმა*
38 ტერუკუნი მანძო 照國 万蔵 2 აკიტა 1942 1953 უნრიუ ისეგაჰამა
39 მაედაიამა ეიგორო 前田山 英五郎 1 ეჰიმე 1947 1949 უნრიუ ტაკასაგო
40 აძუმაფუჯი კინიჩი 東富士 欽壱 6 ტოკიო 1948 1954 უნრიუ ნიშიკიდო*
41 ჩიონოიამა მასანობუ 千代の山 雅信 6 ჰოკაიდო 1951 1959 უნრიუ კოკონოე
42 კაგამისატო კიოჯი 鏡里 喜代治 4 აომორი 1953 1958 უნრიუ ტაცუტაგავა
43 იოშიბაიამა ჯუნნოსუკე 吉葉山 潤之輔 1 ჰოკაიდო 1954 1958 შირანუი მიაგინო
44 ტოჩინიშიკი კიოტაკა 栃錦 清隆 10 ტოკიო 1954 1960 უნრიუ კასუგანო
45 ვაკანოჰანა კანჯი I 若乃花 幹士(初代) 10 აომორი 1958 1962 უნრიუ ფუტაგოიამა
46 ასაშიო ტარო III 朝潮 太郎 5 ჰიოგო 1959 1962 უნრიუ ტაკასაგო
47 კაშივადო ცუიოში 柏戸 剛 5 იამაგატა 1961 1969 უნრიუ კაგამიამა
48 ტაიჰო კოკი 大鵬 幸喜 32 ჰოკაიდო 1961 1971 უნრიუ ტაიჰო
49 ტოჩინოუმი ტერუიოში 栃ノ海 晃嘉 3 აომორი 1964 1966 უნრიუ კასუგანო
50 სადანოიამა შინმაცუ 佐田の山 晋松 6 ნაგასაკი 1965 1968 უნრიუ ნაკადაჩი
51 ტამანოუმი მასაჰირო 玉の海 正洋 6 აიჩი 1970 1971 (გარდაიცვალა) შირანუი არა
52 კიტანოფუჯი კაცუაკი 北の富士 勝昭 10 ჰოკაიდო 1970 1974 უნრიუ ჯინმაკუ
53 კოტოძაკურა მასაკაცუ 琴櫻 傑将 5 ტოტორი 1973 1974 შირანუი სადოგატაკე
54 ვაჯიმა ჰიროში 輪島 大士 14 იშიკავა 1973 1981 უნრიუ ჰანაკაგო*
55 კიტანოუმი ტოშიმიცუ 北の湖 敏満 24 ჰოკაიდო 1974 1985 უნრიუ კიტანოუმი
56 ვაკანოჰანა კანჯი II 若乃花 幹士(二代目) 4 აომორი 1978 1983 უნრიუ მაგაკი
57 მიენოუმი ცუიოში 三重ノ海 剛司 3 მიე 1979 1980 უნრიუ მუსაშიგავა
58 [[ჩიონოფუჯი მიცუგუ]] 千代の富士 貢 31 ჰოკაიდო 1981 1991 უნრიუ კოკონოე
59 ტაკანოსატო ტოშიჰიდე 隆の里 俊英 4 აომორი 1983 1986 შირანუი ნარუტო
60 კიტაო კოჯი/ფუტაჰაგურო კოჯი 双羽黒 光司 0 მიე 1986 1988 შირანუი არა
61 ჰოკუტოუმი ნობუიოში 北勝海 信芳 8 ჰოკაიდო 1987 1992 უნრიუ ჰაკაკუ
62 ონოკუნი იასუში 大乃国 康 2 ჰოკაიდო 1987 1991 უნრიუ შიბატაიამა
63 ასაჰიფუჯი სეია 旭富士 正也 4 აომორი 1990 1992 შირანუი ისეგაჰამა
64 აკებონო ტარო 曙 太郎 11 ვაიმანალო, ჰავაი, აშშ 1993 2001 უნრიუ აკებონო*
65 ტაკანოჰანა კოჯი 貴乃花 光司 22 ტოკიო 1994 2003 უნრიუ ტაკანოჰანა*
66 ვაკანოჰანა მასარუ 若乃花 勝 5 ტოკიო 1998 2000 შირანუი ფუჯიშიმა*
67 მუსაშიმარუ კოიო 武蔵丸 光洋 12 ამერიკული სამოა 1999 2003 უნრიუ მუსაშიგავა
68 ასაშორიუ აკინორი 朝青龍 明徳 25 ულან-ბატორი, მონღოლეთი 2003 2010 უნრიუ არა
69 ჰაკუჰო შო 白鵬 翔 45 ულან-ბატორი, მონღოლეთი 2007 2021 შირანუი მიაგინო
70 ჰარუმაფუჯი კოჰეი 日馬富士 公平 9 ულან-ბატორი, მონღოლეთი 2012 2017 შირანუი არა
71 კაკურიუ რიკისაბურო 鶴竜 力三郎 6 სუხბაატარის პროვინცია, მონღოლეთი 2014 2021 უნრიუ კაკურიუ
72 კისენოსატო იუტაკა 稀勢の里 寛 2 იბარაკი 2017 2019 უნრიუ ნიშონოსეკი
73 ტერუნოფუჯი ჰარუო 照ノ富士 春雄 7 ულან-ბატორი, მონღოლეთი 2021 მოქმედი შირანუი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Hakuho: Sumo wrestling's greatest champion retires“. BBC News. 27 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. 1890 წლამდე იოკოძუნას წოდება არ შედიოდა ბანძუკეში. მე-4 იოკოძუნა ტანიკაძედან მე-16 იოკოძუნა ნიშინოუმის ჩათვლით იოკოძუნად აღზევების თარიღად აღებულია წლები, როცა სუმოისტებმა იოკოძუნას ლიცენზია მიიღეს იოშიდა ცუკასას ოჯახისგან, რომელიც ტოკიოში აკონტროლებდა სუმოს საქმეებს. პირველმა იოკოძუნა აკაშის ეს წოდება მიენიჭა სიკვდილის შემდგომ. ასევე ცოტა რამაა ცნობილი აიაგავასა და მარუიამას შესახებაც. 21-ე იოკოძუნა ვაკაშიმა, 23-ე ოკიდო, 28-ე ონიშიკი და 29-ე მიაგიამა ასპარეზობდნენ ოსაკაში არსებულ სუმოს კონკურენტ ორგანიზაციაში. მითითებული თარიღები აღნიშნავს იმ დროს, როცა ეს სუმოისტები ტოკიოს სუმოს მმართველმა საგვარეულომ აღიარა.
  3. ამ სვეტში მითითებულია ის საუხუცესო სახელები, რომელსაც იოკოძუნები სპორტსმენის კარიერის დასრულებისა და სუმოს ასოციაციაში მუშაობის დაწყების შემდეგ იღებდნენ. თანაც, მითითებულია მათი ბოლო სახელი, რადგან უხუცესს კარიერის მანძილზე შეიძლება სხვა სახელებიც ეტარებინა. ვარსკვლავით აღნიშნულია, რომ უხუცესმა ადრე დატოვა თანამდებობა ან გავიდა სუმოს ასოციაციიდან.