იოზლემ თიურეჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოზლემ თიურეჯი
თურქ. Özlem Türeci

იოზლემ თიურეჯი 2019 წელს
დაბ. თარიღი 6 მარტი, 1967 (1967-03-06) (57 წლის)
დაბ. ადგილი ლასტრუპი, გერმანია
მოქალაქეობა გერმანიის დროშა გერმანია
ეროვნება გერმანიის თურქობა[1] [2] [3]
საქმიანობა მკვლევარი, მეწარმე, ექიმი და იმუნოლოგი[4]
მუშაობის ადგილი ზაარლანდის უნივერსიტეტი,
უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი მაინცი,
განიმედის ფარმაცევტული კომპანია,
BioNTech
ალმა-მატერი ზაარლანდის უნივერსიტეტი
მეუღლე უღურ შაჰინი[5] [3]
ჯილდოები კალოგერო პაგლიარელოს სამეცნიერო პრემია,
ჟორჟ კოლერის პრემია,
გერმანიის მდგრადი განვითარების ჯილდო,
აქსელ სპრინგერის პრემია
საიტი biontech.de/de/our-dna/fuehrungsteam

იოზლემ თიურეჯი (თურქ. Özlem Türeci, დ. 6 მარტი, 1967) — თურქული წარმოშობის გერმანელი ექიმი და მეცნიერი.[6] მან მეუღლესთან, უღურ შაჰინთან ერთად 2008 წელს დააარსა ბიოტექნიკური კომპანია „BioNTech“, რომელიც COVID-19-ის პირველი აპრობირებული ვაქცინის შემქმნელად ითვლება. თიურეჯი მუშაობს BioNTech– ის მთავარ სამედიცინო დირექტორად 2018 წლიდან.[7] ის ასევე არის განიმედის ფარმაცევტული კომპანიის (Ganymed Pharmaceuticals) დამფუძნებელი და კომანიის აღმასრულებელი დირექტორის ადგილს 2008 წლიდან 2016 წლამდე იკავებდა. ის ასევე არის ლექტორი იოჰან გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტში მაინცში, გერმანიაში.[8][9] თიურეჯი და მისი მეუღლე, უღურ შაჰინი პირველი თურქი გერმანელები გახდნენ, რომლებიც გერმანიის ტოპ 100 ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოხვდნენ 2020 წელს.[10]

ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიურეჯი დაიბადა ლასტრუპში, გერმანიაში, 1967 წლის 6 მარტს. მამამისი სტამბოლელი თურქი-ლაზი ქირურგია, რომელიც მუშაობდა კლოპპენბურგის რაიონის ლასტრუპის წმინდა ელისაბედ-სტიფტის სახელობის კათოლიკურ საავადმყოფოში.[11][12] იოზლემის დედა თურქი ბიოლოგია.[13] თიურეჯმა ისწავლა სტედტიშესის გიმნაზიაში ქალაქ ბად-დრიბურგში და ვერნერ ფონ ზიმენსის გიმნაზიაში ქალაქ ბად-ჰარცბურგში.[14] მან მედიცინა ჰობურგში, ზაარლენდის უნივერსიტეტში შეისწავლა და 1992 წელს ზაარლანდის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.[15] იგი იყო გერმანიის სამეცნიერო ფონდის თანამშრომელი და ჰაიზენბერგის სტიპენდიანტი. მისი კვლევები ფოკუსირებულია სიმსივნის სპეციფიკური მოლეკულების იდენტიფიცირებასა და დახასიათებაზე, ასევე სიმსივნეს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიის განვითარებაზე.[16] 2002 წელს მან დაამთავრა მაინცის იოჰან გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტი მოლეკულირი მედიცინის დარგში.

თიურეჯი თავის მომავალ მეუღლეს, უღურ შაჰინს ჰომბურგში, ზაარლანდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მუშაობის დროს შეხვდა, სადაც იოზლემი ბოლო კურსს ამთავრებდა.[17] 2002 წელს წყვილი დაქორწინდა და მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.[18]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიურეჯი თანადამფუძნებელი იყო და 2011 წლიდან მუშაობდა გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტროს ინდივიდუალური იმუნური Ci3-ის ჯგუფის თავმჯდომარედ.[19][20] ის ასევე იყო კიბოს იმუნოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც 2019 წლიდან ევროპის უდიდესი მსგავსი პროფილის ასოციაციაა.[21] ის ასევე მუშაობს ლექტორად სხვადასხვა უნივერსიტეტებში.[22]

უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი მაინცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიურეჯი ასევე იყო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრ მაინცის თანამშრომელი იმუნოლოგიის სპეციალური გამოკვლევების განხრით.[23][24] 2002 წლიდან არის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრ მაინცის მოწვეული ლექტორი სიმსივნეს იმუნოთერაპიის მიმართულებით. მეუღლესთან, უღურ შაჰინთან და ექიმ, კრისტოფ ჰუბერთან ერთად თიურეჯმა განავითარა „მთარგმნელობითი ინსტიტუტის“ კონცეფცია, რომელიც 2001 წელს TRON–ის დაარსებით დასრულდა.[25][26] ეს არის ბიოფარმაცევტული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ქმნის ახალ სადიაგნოსტიკო მოწყობილებებსა და მედიკამენტებს სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად (მათ შორისაა სიმსივნე).[27]

განიმედის ფარმაცევტული კომპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიურეჯიმ 2001 წელს დააარსა განიმედის ფარმაცევტული კომპანია მეუღლესთან, უღურ შაჰინთან ერთად.[28] განომედის ფარმაცევტული კომპანია და მოგვიანებით დაარსებული BioNTech იოჰან გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტის (მაინცი) განშტოებებია.[29] ამ კომპანიამ შეიმუშავა მონოკლონური ანტისხეული ზოლბეტუქსიმაბი (zolbetuximab), რომელიც გამოიყენება საყლაპავისა და კუჭის კიბოს სამკურნალოდ.[30] იოზლემი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო 2008 წლიდან 2016 წლამდე კომპანიის გაყიდვამდე. მანამდე იოზლემი იყო მთავარი სამეცნიერო ოფიცერი 2001 წლიდან 2008 წლამდე. 2016 წელს კომპანია იყიდა Astellas Pharma-მ და ახლა მისი შვილობილი კომპანიაა.[31]

BioNTech[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BioNTech-ის სათაო ოფისი მაინცში

2008 წელს თიურეჯი გახდა მაინცში დაარსებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის, BioNTech-ის თანადამფუძნებელი.2018 წლიდან იოზლემი კომპანიის აღმასრულებელი სამედიცინო ოფიცერია.[32] 2009 წლიდან 2018 წლამდე იგი მუშაობდა კომპანიის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. BioNTech ორიენტირებულია იმუნოთერაპიის განვითარებასა და მედიკამენტების წარმოებაზე, ასევე პაციენტების სპეციფიკური მიდგომების დასახვაზე კიბოსა და სხვა სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ.[33] როგორც მთავარი სამედიცინო ოფიცერი, თიურეჯი პირველ რიგში პასუხისმგებელია კლინიკურ კვლევასა და განვითარებაზე. 2020 წლის იანვრიდან BioNTech მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე.[34] თიურეჯი ვაქცინაზე მეუღლესთან, უღურ შაჰინთა ერთად მუშაობდა, რის ფარგლებშიც იოზლემი ვაქცინა BNT162b2-ის (ასევე ცნობილი, როგორც ფაიზერ-ბიოტეკის ვაქცინა) კლინიკურ ცდებს ხელმძღვანელობდა.[35][6][36]

თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თიურეჯი არის ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ASCO), კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის (AACR), გერმანიის იმუნოლოგიის საზოგადოებისა და გერმანიის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის საზოგადოების წევრი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოზლემ თიურეჯის მიერ მოპოვებულ ჯილდოებს შორისაა:გერმანიის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის საზოგადოების ვინჩენზ ცერნის პრემია (1995),[37] კალოგერო პაგლიარელოს სამეცნიერო პრემია (1997),[38] გერმანიის იმუნოლოგიის საზოგადოების ჯორჯ კოლერის პრემია (2005),[39][40] გერმანიის მდგრადი განვითარების ჯილდო (2020),[41] Financial Times-ის წლის ადამიანი (2020)[42] და Axel Springer-ის ჯილდო (უღურ შაჰინთან ერთად, 2021).[43]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.bbc.com/news/world-europe-54886883
  2. https://www.dailysabah.com/turkey/diaspora/turkish-german-vaccine-pioneers-receive-germanys-highest-award
  3. 3.0 3.1 https://www.theguardian.com/world/2020/nov/10/ugur-sahin-and-ozlem-tureci-german-dream-team-behind-vaccine
  4. Czech National Authority Database
  5. https://www.nytimes.com/2020/11/10/business/biontech-covid-vaccine.html
  6. 6.0 6.1 "The Husband-and-Wife Team Behind the Leading Vaccine to Solve Covid-19", The New York Times, 2020-11-10, https://www.nytimes.com/2020/11/10/business/biontech-covid-vaccine.html. წაკითხვის თარიღი: 2020-11-17
  7. "Das Führungsteam", Homepage (BioNTech), https://www.biontech.de/our-dna/fuehrungsteam. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30 დაარქივებული 2020-12-10 საიტზე Wayback Machine.
  8. Vorlesungsverzeichnis, Johannes Gutenberg Universität Mainz, https://jogustine.uni-mainz.de/scripts/mgrqispi.dll?APPNAME=CampusNet&PRGNAME=ACTION&ARGUMENTS=-AYcTKjK1X4M0hj3T~WWsioXPEradrxsGkMb5DuSzeomS8Bo69s5D0hB2ZA94MimeZiPejs3ZIFG7UpGA-TXxV7WwV90L4yEWj-opf3xN25TC28yPdJjemvRURRhaHknragg2LD9XQKN6hHUeW~qjBIQwWmLeKJlg0ASab-7T7i1Hb9VEaf9tvYTrHVy57NoKwaVuUyHsmE15Xfsk_. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  9. "Privatdozentin Dr. Özlem Türeci", DFG - GEPRIS - (Deutsche Forschungsgemeinschaft), https://gepris.dfg.de/gepris/person/1629591?context=person&task=showDetail&id=1629591&. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  10. Philip Oltermann (November 10, 2020), Uğur Şahin and Özlem Türeci: German 'dream team' behind vaccine, The Guardian, https://www.theguardian.com/world/2020/nov/10/ugur-sahin-and-ozlem-tureci-german-dream-team-behind-vaccine. წაკითხვის თარიღი: February 6, 2021
  11. თარგი:Web kaynağı
  12. Lastruperin ist Corona-Hoffnung: Biontech-Gründerin Türeci, NDR, https://www.ndr.de/nachrichten/niedersachsen/osnabrueck_emsland/Lastruperin-ist-Corona-Hoffnung-Biontech-Gruenderin-Tuereci,tuereci100.html. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  13. Sansür, Latif. (29 November 2020) Dünyanın konuştuğu bilim insanı Türeci’nin fotoğraf albümü. Sözcu. ციტირების თარიღი: 29 January 2021
  14. Budde, Reinhold, Forscherin lebte in Bad Driburg, https://www.westfalen-blatt.de/OWL/Kreis-Hoexter/Bad-Driburg/4314761-Biontech-Gruenderin-Oezlem-Tuereci-besuchte-das-Staedtische-Gymnasium-Forscherin-lebte-in-Bad-Driburg. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  15. Türeci, Özlem, Nachweis von DNA-Polymorphismen anhand von Minisatelliten-Profilen bei Tumoren und Zellinien und Untersuchungen zur Caseinkinase 2 in der Oozyte von Xenopus laevis, https://portal.dnb.de/opac.htm?method=simpleSearch&cqlMode=true&query=idn%3D948959703. წაკითხვის თარიღი: 2020-12-24
  16. "Werte schaffen durch Innovation", Natur & Geist-Das Forschungsmagazin der Johannes Gutenberg-Universität Mainz, https://www.uni-mainz.de/downloads_presse/FOMA_2006-1_Jahrgang22.pdf. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30 დაარქივებული 2021-03-20 საიტზე Wayback Machine.
  17. Stolzenberg, Tobias (2018), "Zwei gegen den Krebs", Technology Review (Hannover: Heise Verlag) 5, https://www.heise.de/select/tr/2018/5/1525055172523270. წაკითხვის თარიღი: 2020-10-26
  18. Läsker, Kristina (2009-01-14), "Die Krebsforscherin", Süddeutsche Zeitung / Ausgabe München: 18, https://www.yumpu.com/de/document/read/10649156/krebsforscherin-3-ganymed-pharmaceuticals-ag. წაკითხვის თარიღი: 2020-10-26
  19. BMBF LS5 Internetredaktion, Cluster für Individualisierte ImmunIntervention (Ci3) - BMBF Spitzencluster, https://www.spitzencluster.de/de/cluster-fuer-individualisierte-immunintervention-ci3-1718.html. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30 დაარქივებული 2021-03-20 საიტზე Wayback Machine.
  20. Chairpersons – Cluster for Individualized Immune Intervention (Ci3) e.V., https://ci-3.de/chairpersons/. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  21. Who We Are, Association for Cancer Immunotherapy CIMT, https://www.cimt.eu/who-we-are. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  22. "SPEAKERS", Science Asia Conference, https://www.scienceasia.cn/index/Speaker/speaker?id=58. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  23. "AG Sahin/Türeci", 14. Mainzer Sommer Uni (III. Medizinische Klinik und Poliklinik der Johannes Gutenberg-Universität Mainz), http://www.sommeruni.biomedizin.uni-mainz.de/sommeruni/arbeitsgruppen/ag-sahintuereci.html. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  24. Priv.-Doz. Dr. med. Özlem Türeci, Internistin in 55131 Mainz, Obere Zahlbacher Straße 63, https://www.arzt-auskunft.de/arzt/innere-medizin/mainz/dr-oezlem-tuereci-4417271. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  25. Rodríguez Fernández, Clara (2017-10-09), The Woman Developing the Next Generation of Cancer Immunotherapy, https://www.labiotech.eu/interviews/ozlem-tureci-cancer-immunotherapy/. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  26. Festakt zum Jubiläum der Uni Mainz, https://www.campus-mainz.net/newsdetails/news/festakt-zum-jubilaeum-der-uni-mainz/. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30 დაარქივებული 2021-03-20 საიტზე Wayback Machine.
  27. Über TRON, TRON – Translationale Onkologie an der Universitätsmedizin der Johannes Gutenberg-Universität Mainz, https://tron-mainz.de/de/ueber-tron/. წაკითხვის თარიღი: 2020-10-26 დაარქივებული 2021-03-20 საიტზე Wayback Machine.
  28. Miller, Joe (2020-03-20), "Ugur Sahin: The Immunologist Racing To Find a Vaccine", Financial Times, https://www.ft.com/content/36ddd384-6abf-11ea-a3c9-1fe6fedcca75. წაკითხვის თარიღი: 2020-10-26
  29. Erfolgreiches „Mainzer Modell“, 2015-03-26, https://www.deutschland.de/de/topic/wissen/universitaet-forschung/erfolgreiches-mainzer-modell. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  30. Stolzenberg, Tobias (2018-10-08), "Zwei gegen den Krebs", Heise Online, https://www.heise.de/hintergrund/Zwei-gegen-den-Krebs-4129169.html. წაკითხვის თარიღი: 2020-10-26
  31. "Astellas kauft Ganymed", Transkript, 2016-10-28, https://transkript.de/news/astellas-kauft-ganymed.html. წაკითხვის თარიღი: 2020-10-26 დაარქივებული 2020-07-11 საიტზე Wayback Machine.
  32. Biontech (2020-03-31), Form 20-F, U.S. Securities and Exchange Commission, https://investors.biontech.de/static-files/c0c089c7-059c-44ba-bffa-3ea2dd5cc4e9. წაკითხვის თარიღი: 2020-11-10
  33. Hofmann, Siegfried; Terpitz, Katrin (2016-03-16), "Impfung gegen Krebs", Handelsblatt: 16
  34. Biontech: Mit Lichtgeschwindigkeit zum ersten Corona-Impfstoff, Deutsche Welle (DW), 2020-11-09, https://www.dw.com/de/biontech-mit-lichtgeschwindigkeit-zum-ersten-corona-impfstoff/a-55472126. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  35. Hofmann, Siegfried; Wermke, Christian (2020-04-23), "Ugur Sahin und Özlem Türeci: Dieses Medizinerpaar entwickelt einen Covid-19-Impfstoff.", Handelsblatt, https://www.handelsblatt.com/unternehmen/industrie/ugur-sahin-und-oezlem-tuereci-dieses-medizinerpaar-entwickelt-einen-covid-19-impfstoff/25766452.html. წაკითხვის თარიღი: 2020-10-26
  36. Özlem Türeci's research while affiliated with Helmholtz Institut Mainz and other places, ResearchGate, https://www.researchgate.net/scientific-contributions/Oezlem-Tuereci-2045698206. წაკითხვის თარიღი: 2020-11-30
  37. Preisträger Vincenz-Czerny-Preis und deren Arbeiten, Deutsche Gesellschaft für Hämatologie und Medizinische Onkologie, https://www.dgho.de/aktuelles/preisausschreiben/vincenz-czerny-preis/preistraeger-vincenz-czerny-preis-und-deren-arbeiten. წაკითხვის თარიღი: 26 October 2020
  38. Ugur Sahin, Managing Director (Science and Research) of Translational Oncology at the University Medical Center of the Johannes Gutenberg University Mainz – Tron, University of Birmingham, https://www.birmingham.ac.uk/schools/cancer/events/spring-2015/Dr-Professor-Ugur-Sahin.aspx. წაკითხვის თარიღი: 26 October 2020 დაარქივებული 3 May 2017[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  39. "Erfolgreiche Suche nach Tumormarkern", Ärzte Zeitung (Springer Medizin), 13 October 2005, https://www.aerztezeitung.de/Medizin/Erfolgreiche-Suche-nach-Tumormarkern-376780.html. წაკითხვის თარიღი: 26 October 2020
  40. Koehler-Preis, Deutsche Gesellschaft für Immunologie, https://dgfi.org/preise/koehler-preis/. წაკითხვის თარიღი: 26 October 2020
  41. Deutscher Nachhaltigkeitspreis: Startseite, https://www.nachhaltigkeitspreis.de/. წაკითხვის თარიღი: 17 December 2020
  42. Miller, Joe; Cookson, Clive (16 December 2020), FT People of the Year: BioNTech’s Ugur Sahin and Ozlem Tureci, https://www.ft.com/content/6633221e-3b28-4a15-b02d-958854644c79. წაკითხვის თარიღი: 17 December 2020
  43. "Axel Springer Award 2021 geht an Biontech-Gründer", Die Welt, 2020-12-23, https://www.welt.de/wirtschaft/article223136654/Axel-Springer-Award-2021-an-Biontech-Gruender-Oezlem-Tuereci-Ugur-Sahin.html. წაკითხვის თარიღი: 2020-12-23