ინჩხურის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინჩხურის განძი — სამონეტო განძი. აღმოჩენილია 1988 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში, ადგილ ღვამუშზე. მონეტები ეწყო თი­ხის ქოთანში და შედგმული იყო დიდი ლოდის ქვეშ. განძი შეიცავს 234 ცალ ვერცხლის დირჰემს, რომლებიც მოჭრილია ომაიანთა (9 ცალი) და აბასიანთა (225 ცალი) ხალიფების მიერ სახალიფოს სხვა­და­სხვა ზარაფხანაში ჰიჯრის 87–199 (707–815) წლებში. განძში აგრეთვე გვხვდება ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსის (582–602 წწ.) ოქროს სოლიდი.

განძი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმსა და გ. ელიავას სახელობის მარტვილის მხა­რეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქუთელია თ., ღვაბერიძე ც., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 305.