ომაიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ომაიანთა დინასტია)
ომაიანების სამფლობელო 750 წლისათვის

ომაიანებიომაიანთა სახალიფოს დინასტია, რომელიც ქვეყანას მართავდა 661–750 წლებში.

მართლმორწმუნე ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ სახალიფოში ომაიანთა საგვარეულოს დინასტიური მმართველობა დამყარდა. დინასტიის პირველი წარმომადგენელი მუავია I იყო. ამ დინასტიის მმართველობის დროს სატახტო ქალაქი გახდა დამასკო. ომაიანები ებრძოდნენ ბიზანტიას, დაიპყრეს ჩრდილოეთი აფრიკა, ხოლო 711 წელს დაიპყრეს ესპანეთი.

ომაიანთა საგვარეულო შეცვალა აბასიანთა დინასტიამ (750–1258), რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდათ სპარსელებს. არაბთა პრივილეგიები დავიწყებას მიეცა, სპარსელები კი აღზევდნენ. სატახტო ქალაქი დამასკოდან ერაყის ქალაქ ბაღდადში გადაიტანეს.

ომაიანი ხალიფების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]