შინაარსზე გადასვლა

ინდიგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდიგო
ინდიგოს ლოგო
ინდიგოს ლოგო
მფლობელი ნინო ლომაძე, თამარ ბაბუაძე, ნინო ჯაფიაშვილი, თინათინ ოსეფაშვილი, თორნიკე ლორთქიფანიძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სტატუსი მოქმედი
დაარსდა 2015
ქვეყანა საქართველო
სათაო ოფისი თბილისი
დისტრიბუცია თბილისის მასშტაბით
გამოცემები ჟურნალები, წიგნები, ფოტოალბომები
ჟანრი დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა
ოფიციალური საიტი http://indigo.com.ge

ინდიგო — ქართული მედიაორგანიზაცია, რომელიც გამოსცემს წიგნებს და ამზადებს ვიდეო და ტექსტურ მასალებს.

ინდიგო ქართულ მედიაბაზარზე ამავე სახელწოდების მქონე ყოველთვიური, 120 გვერდიანი ჟურნალით გამოჩნდა[1]. მოგვიანებით შექმნა ვებსაიტი, სადაც მხოლოდ ჟურნალის  მასალები იტვირთებოდა. 2018 წლიდან კი დაიწყო ვიდეო კონტენტის და სხვადასხვა მულტიმედია პროექტების წარმოება.

მედია პროდუქტების შექმნის პარალელურად ინდიგო გამოსცემს  დოკუმენტური პროზას, ესეისტიკას, ფოტოალბომებს. არის საბას და ლიტერას პრემიის მფლობელი.

ინდიგო 2015 წელს დააფუძნეს ნინო ჯაფიაშვილმა, ნინო ლომაძემ, თამარ ბაბუაძემ, თინათინ ოსეფაშვილმა, თორნიკე ლორთქიფანიძემ და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. [2] დაარსების დღიდან მესაკუთრეთა ვინაობა არ შეცვლილა. გამომცემლობა ბაზირებულია თბილისში.

ორგანიზაციამ ჟურნალ "ინდიგოს"  პირველი ნომერი 2015 წლის ოქტომბრის თვეში გამოუშვა. საზოგადოებრივ - კულტურული გამოცემა 120 გვერდიანი იყო და ყოველ თვე გამოდიოდა. 2018 წლიდან გამოცემის პერიოდულობა შემცირდა და ჟურნალი ყოველ მეორე თვეს გამოიცემა. შეიცვალა გამოცემის შინაარსიც - ამ დროიდან თითოეული ნომერი ერთ კონკრეტულ თემას ეხება.

ინდიგო ამჟამად წიგნის სახით გამოიცემა და ძირითადად ხელმომწერებს შორის ვრცელდება. თუმცა, მისი შეძენა წიგნის მაღაზიებშიც შესაძლებელია

2018 წელს ინდიგომ დაიწყო ინგლისურენოვანი ჟურნალის adventurer-ის გამოცემა. პუბლიკაცია სეზონურად გამოდის და განკუთვნილია საქართველოში მყოფი ტურისტებისთვის. ჟურნალი უფასოდ რიგდება ტურისტულ ადგილებში - კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში.

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიასთან საბრძოლველად დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს ჟურნალის გამოცემა შეჩერდა.

წიგნების გამოცემა ინდიგომ 2018 წელს დაიწყო, როდესაც ომგამოვლილი ადამიანების ისტორიები ერთად შეკრიბა და “ვაშლის ბაღების” სახელწოდებით გამოსცა. მალევე ინდიგომ მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და მას შემდეგ წიგნის ფესტივალების მონაწილეა. ინდიგოს წიგნები დოკუმენტური პროზისა და ესეისტიკის ჟანრს მიეკუთვნება.

2020 წელს ინდიგო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის წევრად აირჩიეს[3].

ჟურნალისტური პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი პრიზი კატეგორია მასალა ავტორი წყარო
2016 EU Prize for Journalism საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდურ ან ონლაინ გამოცემაში “მთის გოგოები ნინო ლომაძე [4]
2017 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო სტატია "მელაპარაკე" ნინო ლომაძე [5]
საუკეთესო მულტიმედია "აფრიკა თბილისში" თამარ მშვენიერაძე, მარიამ ჯაჭვაძე
2018 EU Prize for Journalism   საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ონლაინ გამოცემაში "ანა, ირინა, ელენა და სხვები" მარიამ აბესაძე, ნინო ლომაძე [6]
საუკეთესო ინოვაციური და ორიგინალური ნამუშევარი ბეჭდურ ონლაინ ან სამაუწყებლო მედიაში "როგორ გაქრა ცა ქალაქის თავზე" ნინო ბაქრაძე, ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო მულტიმედია პროექტი 080808 ნინო ლომაძე [7]
ბავშვთა საკითხების საუკეთესო გაშუქება "ანა, ირინა, ელენა და სხვები" მარიამ აბესაძე, ნინო ლომაძე
Adami Media Prize საუკეთესო მოკლე დოკუმენტური ვიდეო ჩასარბენი კიბე სალომე ჯაში [8]
2019 EU Prize for Journalism საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში „თბილისის ტრანსპორტის არასრული ანთოლოგია“ ბესო გვენეტაძე [9]
საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში "გესმის კედელი" ლაშა ცერცვაძე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო მულტიმედია პროექტი "გესმის კედელი" ლაშა ცერცვაძე [10]
საუკეთესო ვიდეო რეპორტაჟი „თბილისის ტრანსპორტის არასრული ანთოლოგია“ ბესო გვენეტაძე
2020 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო სტატია "აკრძალული ჰაერი" თამარ ბაბუაძე, სალომე მელუა [11]


ლიტერატურული პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი პრიზი კატეგორია წიგნი ავტორი წყარო
2019 საბა საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა "ვაშლის ბაღები" ნინო ლომაძე [12]
ლიტერა საუკეთესო დოკუმენტური პროზა "ვაშლის ბაღები" ნინო ლომაძე [13]
წიგნის საუკეთესო დიზაინი "100 წელი 100 ფოტო" თორნიკე ლორთქიფანიძე
2020 ლიტერა საუკეთესო დოკუმენტური პროზა "სხვა ენა" გიორგი მაისურაძე [14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ინდიგო - ახალი ქართული ჟურნალი, გოგი გვახარია, რადიო თავისუფლება, 5 ოქტომბერი, 2015
  2. ინდიგოს შესახებ, ინდიგოს ვებსაიტი
  3. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ყოველწლიური საერთო კრება, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. 30 ივნისი, 2020
  4. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დაარქივებული 2021-01-14 საიტზე Wayback Machine. , 2016
  5. ქარტიის პრიზი 2017-ის გამარჯვებულები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  6. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-15. ციტირების თარიღი: 2020-10-22.
  7. ქარტიის პრიზი 2018-ის გამარჯვებულები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  8. ADAMI Media Prize Winners 2018
  9. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დაარქივებული 2021-01-14 საიტზე Wayback Machine. , 2019
  10. ქარტიის პრიზი 2019-ის გამარჯვებულები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  11. ქარტიის პრიზი 2020-ის გამარჯვებულები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  12. 2019 წლის პრემია "საბას" გამარჯვებულები დაარქივებული 2021-01-14 საიტზე Wayback Machine. , საბა
  13. პრემია "ლიტერას" 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, On.ge. 21 ოქტომბერი, 2019
  14. ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია, მწერალთა სახლი. 26 სექტემბერი 2020