შინაარსზე გადასვლა

ინგრიდ ბეტანკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგრიდ ბეტანკური
ინგრიდ ბეტანკური
კოლუმბიის სენატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივლისი, 1998 – 23 თებერვალი, 2002

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივლისი, 1994 – 20 ივლისი, 1998

დაბადებული25 დეკემბერი, 1961
ბოგოტა, კოლუმბია
მეუღლეფაბრისიო დელოე (1983-1990),
ხუან კარლოს ლეკომპტე (1997-2011)
შვილები2

ინგრიდ ბეტანკური (ესპ. Ingrid Betancourt Pulecio; დ. 25 დეკემბერი 1961, ბოგოტა, კოლუმბია) — კოლუმბიელი პოლიტიკოსი, კოლუმბიის სენატის წევრი (1998—2002 წწ.), კოლუმბიის წარმომადგენელთა პალატის წევრი, 2002 წელს იყო საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი. ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა კოლუმბიის შეაიარაღებული რევოლუციური ძალების მძევლობაში.

ინგრიდ ბეტანკური დაიბადა 1961 წლის 25 დეკემბერს ბოგოტაში, დიპლომატის, იუნესკოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლისა და კოლუმბიის სილამაზის კონკურსის გამარჯვებულის ოჯახში.

დაამთავრა ფრანგული ლიცეუმი ბოგოტაში, გახდა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტი. 1980 წელს გაიცნო ფრანგი დიპლომატი ფაბრის დელოე. 1983 წელს ისინი დაოჯახდნენ. მას უკვე ჰყავდა ერთი შვილი წინა ქორწინებიდან, ინგრიდსა და ფაბრისიოს შეეძინათ გოგო მელანი (1985 წ.) და ბიჭი ლორენცო (1988 წ.). მიუხედავად ამისა ცოლ-ქმარი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. გაშორების შემდეგ ინგრიდი ბავშვებთან ერთად დაბრუნდა კოლუმბიაში, თუმცა შეინარჩუნა საფრანგეთის მოქალაქეობა. მეორე იგი დაოჯახდა 1997 წელს.

1990 წლიდან ინგრიდ ბეტანკური მუშაობდა რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში, ხოლო 1994 წელს გახდა წარმომადგენელთა პალატის წევრი. იყო ლიბერალური პარტიის აქტივისტი, თუმცა პრეზიდენტ ერნესტო სამპერას კორუმპირებული რეჟიმის პროტესტის ნიშნად დატოვა პარტია, რომლის შემდეგ ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ეკოლოგიურ მოძრაობას „მწვანე ჟანგბადი“.

1998 წელს ინგრიდ ბეტანკურმა გაიმარჯვა სენატის არჩევნებში, დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღო და 20 ივლისს დაიკავა სენატორის სავარძელი. 2002 წელს წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა მიიღო ხმების მხოლოდ 1 %.

2002 წლის 23 თებერვალს ქვეყნის სამხრეთ რაიონებში მოგზაურობის დროს ბეტანკური მძევლად აიყვანა ეროვნუ-განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ კოლუმბიის შეაიარაღებულმა რევოლუციურმა ძალებმა. ინგრიდთან ერთად ტყვეობაში იმყოფებოდა ბეტანკურის ასისტენტი კლარა როხასი.

2002 წლის 26 მაისს საპრეზიდენტო მარათონში გამარჯვებული ალვარო ურიბე, ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი და ასევე მთელი რიგი ფრანგი ჩინოვნიკების ზედა ფენა ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ინგრიდ ბეტანკურის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად.

2007 წლის ოქტომბერში, პირველად დიდი ხნის განმავლობაში გამოაქვეყნეს მძევლების ფოტოები. ბეტანკური სახეზე საკმაოდ გაწითლებული და ძალიან გამხდარი იყო. ამავდროულად, პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ იგი ჰეპატიტის ერთ-ერთი ფორმით იყო დაავადებული. 2008 წელს კოლუმბიის შეაიარაღებულმა რევოლუციურმა ძალებმა გაათავისუფლეს მძევლები, მათ შორის კლარა როხასიც, თუმცა მათ შორის არ იყო ინგრიდ ბეტანკური.

2008 წლის აპრილში, საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კოლუმბიაში გააგზავნა ჰუმანიტარული მისია ბეტანკურის განთავისუფლების მიზნით, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.

იმ დროს, როდესაც ბეტანკური იმყოფებოდა ტყვეობაში, მისი შვილები ლორენცო და მელანი გამოდიოდნენ დედის მხარდამჭერ მიტინგზე, აკეთებდნენ განცხადებებს პრესისათვის. 2008 წლის აპრილის დასაწყისში ლორენცი დელოე-ბეტანკურმა რადიო Radio France International-ის ეთერში განაცხადა, რომ ყველა ღონეს იხმარდა დედის გასათავისუფლებლად.

2008 წლის 2 ივლიის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგრიდ ბეტანკური გაათავისუფლეს სპეცოპერაცია „ჟაკის“ (ფრანგ. Opération Jaque, ესპ. Operación Jaque) დროს. გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენციაზე ბეტანკურმა მწვავე განცხადებებისაგან თავი შეიკავა, არ უსაუბრია საკუთარ მდგომარეობაზე რევოლუციური ძალების ტყვეობაში ყოფნისას. ასევე არ უსაუბრია გააგრძელებდა თუ არა პოლიტიკურ ცხოვრებას. მან ასევე განაცხადა რომ ექვსწლიანი ტყვეობის დროს შეეცვალა შეხედულება წმინდა წერილის მიმართ: „წარმატებისათვის არსებობს ინსტრუქცია და მას ეწოდება ბიბლია“ — განაცხადა პრესკონფერენციისას ინგრიდ ბეტანკურმა[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Интерфакс-религии.Ру. Ингрид Бетанкур после шести лет плена перестала считать Библию "старой пыльной книгой". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 11 сентября 2008.