სანქტ-პეტერბურგის იესო ქრისტეს ანგლიკანური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის იესო ქრისტეს ანგლიკანური ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის იესო ქრისტეს ანგლიკანური ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის იესო ქრისტეს ანგლიკანური ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′56″ ჩ. გ. 30°17′16″ ა. გ. / 59.93222° ჩ. გ. 30.28778° ა. გ. / 59.93222; 30.28778
რელიგიური კუთვნილება ანგლიკანური ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810017000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ჯაკომო კვარნეგი
თარიღდება 1814-1815

სანქტ-პეტერბურგის იესო ქრისტეს ანგლიკანური ეკლესია (რუს. Англиканская церковь Иисуса Христа) — უმოქმედო ანგლიკანური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. ეკლესია აგებულია 1814-1815 წლებში. ეკლესია არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ყოფილი ეკლესიის შენობა განთავსებულია ინგლისის სანაპიროზე, სახლი 56-ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანქტ-პეტერბურგის იესო ქრისტეს ანგლიკანური ეკლესიის შენობა გადააკეთეს ცალკე სახლისაგან იტალიური წარმოშობის არქიტექტორის ჯაკომო კვარნეგის პროექტის მიხედვით. სახლი ეკლესიად გადააკეთეს 1814-1815 წლებში. აღნიშნული პროექტი გახდა ცნობილი არქიტექტორის უკანასკნელი მნიშვნელოვანი პროექტი სანქტ-პეტერბურგში. ანგლიკანური ეკლესია ხალახლა გადააკეთეს 1877-[1878]] წლებში თეოდორ კაროლოს ძე ბოლტენჰაგენის პროექტის მიხედვით. საერთო ჯამში მან ჩეინარჩუნა კვარნეგის ჩანაფიქრი, მაგრამ ფასადიდან მოხსნა მესამე იარუსის ფანჯრები. 1723 წლიდან მოყოლებული 1919 წლამდე შენობა წარმოადგენდა ინგლისის ეკლესიის რეზიდენციას სანქტ-პეტერბურგში.

ოქტომბრის რევოლუციის შედეგად საბჭოთა ხელისუფლები დამყარების შემდეგ 1919 წელს ეკლესია დახურეს. ბრიტანეთის მისიის უკანასკნელი კაპელანი და პასტორი იყო ბოუსფილდ სუონ ლომბარდი. 1918 წელს იგი დააპატიმრეს და კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის დახვრეტა მიუსაჯეს.

1938 წელს მ. ე. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის სახელმქიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექციამ თხოვნით მიმართა რსფსრ სახალხო კომისარიატს მათთვის გადაეცათ ყოფილი ინგლისური ეკლესიის ბიბლიოთეკა. 1939 წლის 17 აპრილს შენობა და ეკლესიის ბიბლიოთეკა ოფიციალურად გადასცეს საჯარო ბიბლიოთეკას.

1970-1999 წლებში ყოფილი ეკლესის შენობაში განთავსებული იყო ქალაქის საექსკურსიო ბიურო. ტაძრის ინტერიერი კარგადაა შემონახული.

2007 წელს შენობა გადასცეს მიუზიკ-ჰოლს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]